"ასე მხოლოდ წარუმატებელი და არშემდგარი ადამიანები იქცევიან" - დე ლაურენტისმა სარი მიწასთან გაასწორა

AutoSharing Option
როგორც რამდენიმე დღის წინ გაცნობეთ, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში "ბაიერნთან" განცდილი მარცხის შემდეგ, "ლაციოს" მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ თანამდებობა დატოვა.

იტალიურ მედიაში მაშინვე გაჩნდა ჭორები, რომ შესაძლოა, სარი ზაფხულში "ნაპოლიში" დაბრუნების წინააღმდეგი არ ყოფილიყო, თუმცა დე ლაურენტისის განცხადებამ ეჭვები მალევე გააქარწყლა.

"რაც მან გააკეთა, შოკისმომგვრელი იყო. სარი პროფესიონალ სპეციალისტად ჩემს თვალწინ ჩამოყალიბდა, თუმცა ერთი რამის გათავისება უჭირდა. როცა კონტრაქტს აფორმებ, ვალდებული ხარ, რომ ბოლომდე შეასრულო, ეს გუნდის, ფეხბურთელებისა და გულშემატკივრების პატივისცემის გამო უნდა გააკეთო. პოსტის დატოვება და წასვლა
ადვილია, ასე მხოლოდ წარუმატებელი და არშემდგარი ადამიანები იქცევიან. სულაც არ ვფიქრობ, რომ ლოტიტო (ლაციოს პრეზიდენტი) რთული ადამიანია", - განაცხადა დე ლაურენტისმა Sport Mediaset-თან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, სარი "ნაპოლის" 2015/2018 წლებში წვრთნიდა. რაც შეეხება "ლაციოს", ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, "არწივებს" იგორ ტუდორი გაწვრთნის.

alt"უკანალში გაჭედილი საგანი ხარ" - სარიმ მოურინიოს "კომპლიმენტი" უძღვნა

altმაურიციო სარიმ შესაძლოა "ლაციო" დატოვოს - მიზეზი მარიო რუია

მკითხველის კომენტარები / 3 /
თვითონ ძალიან ჭირვეულია და სხვას აკრიტიკებს?!
ლაშა
13:55 16-03-2024
2
ღმერთოო,რა აუტანელი კაცია!!
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული