
თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ "ნაპოლის" ფორვარდისთვის ბრძოლაში ფავორიტი "ჩელსი" იყო, რადგან ბავშვობაში აფრიკელი "ლურჯებისა" და დიდიე დროგბას დიდი გულშემატკივარი იყო.
მიუხედავად ამისა, ოსიმენს ჩემპიონთა ლიგაზე რეგულარულად ასპარეზობა სურს, ამიტომ "მეთოფეების" ვარიანტი ვიქტორისთვის უფრო სასურველია.
შეგახსენებთ, ოსიმენის დამატებით "მანჩესტერ იუნაიტედი" და "პარი სენ ჟერმენიც" ინტერესდებიან.
ცნობისთვის, "ნაპოლის" შემტევის გამოსასყიდი თანხა 120/130 მილიონ ევრომდე შეადგენს.