სამაგალითო სპორტსმენი - რამდენ ენაზე საუბრობს მხითარიანი?

AutoSharing Option
"ინტერის" ნახევარმცველმა ჰენრიხ მხითარიანმა "ნერაძურის" ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ხუთ ენაზე თავისუფლად საუბრობს.

- რამდენ ენაზე საუბრობ?
- საუბარი ხუთ ენაზე შემიძლია. ესენია: სომხური, რუსული, ინგლისური, ფრანგული, იტალიური. გერმანულიც კარგად ვიცოდი, ამ ენის სასწავლად ორი წელი დამჭირდა, თუმცა, როდესაც "დორტმუნდი" დავტოვე, მას შემდეგ გერმანულად აღარ მისაუბრია და დამავიწყდა...

- ჩალჰანოღლუს რომელ ენაზე ესაუბრები?
- ძირითადად, ინგლისურად, ზოგჯერ კი გერმანულადაც ვლაპარაკობთ, თუმცა იშვიათად", - განაცხადა მხითარიანმა.

შეგახსენებთ, ჰენრიხმა მიმდინარე სეზონში "ინტერის" მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 39 მატჩი გამართა, თავი კი
2 გატანილი გოლითა და 10 საგოლე პასით გამოიჩინა.

alt"მხითარიანი იდიოტია! როგორ შეიძლება ის თამაშობდეს და..." - ვიდალმა სომეხ ფეხბურთელს შეურაცხყოფა მიაყენა

altმხითარიანი "ინტერთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს

alt"ომი განახლდა, ეს გენოციდია!" - მხითარიანი ყარაბახში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება

მკითხველის კომენტარები / 15 /
დიდი პატივისცემით ვარ ამ ფეხბურთელის მიმართ განწყობილი. რამდენი წელია მაღალ დონეზე თამაშობს, ეს ბევრს არ შეუძლია.
გულშემატკივარი
13:44 21-03-2024
4
კარგი ფეხბურთელია.ეს რო გვყავდეს ცენტრში კარგი იქნებოდა.მაგრამ არა გვყავს;))))
სიმართლე.
14:35 21-03-2024
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული