ჯგუფური გაუპატიურების ბრალდებით - რობინიო ციხეში 9 წელიწადს გაატარებს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ყოფილი შემტევი რობინიო ბრაზილიის ციხეში 9 წელიწადს გაატარებს, ამის შესახებ ინფორმაციას CNN Brazil-ი ავრცელებს.

2017 წლის ნოემბრის თვეში იტალიურმა სასამართლომ რობინიოს ჯგუფური გაუპატიურების ბრალდებით 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, 2022 წლის იანვარში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. იმავე წლის თებერვალში იტალიურმა მხარემ რობინიოს დასაპატიმრებლად საერთაშორისო ორდერი გასცა.

2023 წლის თებერვალში ბრაზილიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ იტალიური მხარისგან მიიღო თხოვნა, რომ რობინიოს 9-წლიანი პატიმრობა სამშობლოში მოეხადა.

დღეს უზენაესი სასამართლოს სხდომა გაიმართა, რომელზეც ეს მოთხოვნა განიხილეს. ხმების უმრავლესობით (9 მომხრე/2-ის წინააღმდეგ), მოსამართლეთა კოლეგიამ
დაამტკიცა გადაწყვეტილება ყოფილი ფეხბურთელისთვის სასჯელის ბრაზილიის ციხეში მოხდის შესახებ.

altრობინიოს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

 

altჩქარა, ციხეში - ბრაზილიელი მინისტრი რობინიოს დასჯას ითხოვს

altდღე, როდესაც ლაპორტამ რობინიოზე უარი მესის გამო თქვა

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 4 /
ჯერ გაუპატიურებას გამართლება არ გააჩნია,მითუმეტეს ამას მილიონერი სპორტსმენები რომ სჩადიან კვერცხებით არ უნდა დაჰკიდო
კინგი
04:19 22-03-2024
0
ეს ამბავი 2011 წელს მოხდა მილანში და ძლივს სამართალმა იზეიმა.
ჟორა
21:00 21-03-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული