"ეს ბიჭი მალე ოსიმენს აჯობებს და დე ლაურენტისმა ხელიდან არ უნდა გაუშვას" - ნაპოლის ოფიციალური რადიოს დირექტორი

AutoSharing Option
"ნაპოლის" ოფიციალური რადიოს, Kiss Kiss Napoli-ს დირექტორმა ვალტერ დე მაჯომ "პარტენოპეის" შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, "ფეიენოორდის" ფორვარდი სანტიაგო ხიმენესი ვიქტორ ოსიმენზე ძლერი ფეხბურთელია და ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ნიგერიელის შემცვლელად სწორედ მექსიკელი უნდა შეიძინოს.

"ხიმენესს "რომასა" და "ლაციოს" წინააღმდეგ ვაკვირდებოდი, ის წარმოუდგენელი შესაძლებლობების ფორვარდია და დარწმუნებული ვარ, მალე ოსიმენზე ძლიერი იქნება. დე ლაურენტისმა სანტიაგო ხელიდან არ უნდა გაუშვას, დიდი იმედი მაქვს, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე შეიძენს.

შეგახსენებთ, ხიმენესმა მიმდინარე სეზონში "ფეიენოორდის" მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 35 მატჩი გამართა,
თავი კი 24 გატანილი გოლითა და 5 საგოლე პასით გამოიჩინა.

altკვარაცხელიას ახალი მეწყვილე "ნაპოლიში"? - ოსიმენის შემცვლელად "პარტენოპეიმ" მექსიკელი ფორვარდი შეარჩია

altოსიმენის გარეშე? - როგორი იქნება "ინტერისა" და "ნაპოლის" სასტარტო შემადგენლობები

altLa Repubblica: კვარაცხელიას ჰორიზონტზე "რეალი" და "ბარსელონა" არიან - ოსიმენის ანალოგიური კონტრაქტი მისაღები იქნება

მკითხველის კომენტარები / 7 /
სჯობს თუ არა, ვერ გეტყვით, მაგრამ თუ ფოტოთი ვიმსჯელებთ, ოსიმენის ტყუპისცალი უნდა იყოს...
დდდ
23 მარტი 2024 18:19
2
წარმოიდგინე იმდენად გავს რო დამცავით არჩევენ სახეზე რო უკეთიათ,,ოსიმენს ვ.9.ო ამ წარწერით უკეთია ხიმენესს ს.9.ხ ან თმები შეუღებეთ სხვა ფრად ან კანის ფერი რო გარჩევა შეგვეძლოს გულშემატკივრებს
gel-100
02 აპრილი 2024 10:29
0
ფოტოზე ოსიმენია))))
გიუშა
24 მარტი 2024 15:14
0
აურელიო ღირსია, რომ ნაპოლი ყველა ეხბურთელმა ერთდროულად დატოვონ!!!!
NAPOLI!
23 მარტი 2024 17:20
3
მეგონა დავითაშვილზე ამბობდა, მარა შევცდი. არ გვაფასებენ ქართველებს, არა!
კ ო მ ბ ლ ე
23 მარტი 2024 16:32
26
მე ადამიანზე ან ზახარიანზე ამბობდა მეგონა, მაგრამ არ გაფასებენ სომხებს.
Р
23 მარტი 2024 18:23
2
მაგას ეტყობა ჰგონია,რომ ოსიმენის მჯობნი ტალანტები,ორღობეებში,გუნდ გუნდად დარბიან.
სოსო
23 მარტი 2024 16:31
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული