მატჩის შემდეგ ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დორივალ ჟუნიორმა "რეალის" ფორვარდზე ისაუბრა.
"თუ ასე თამაშს გააგრძელებს, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გახდება. მას აქვს შესაძლებლობები, რაც ახალგაზრდა ფეხბურთელების უმეტესობას არ გააჩნია. იმედი მაქვს, კონცენტრაციას შეინარჩუნებს და სწორი გზით განვითარდება", - განაცხადა დორივალ ჟუნიორმა.
შეგახსენებთ, ენდრიკი "რეალის" საკუთრებაა, ამჟამად კი იჯარის წესით "პალმეირასის" ღირსებას იცავს.