ალვინო: ოსიმენმა ახალ კლუბთან კონტრაქტი უკვე გააფორმა

AutoSharing Option
"ნაპოლის" ფორვარდმა ვიქტორ ოსიმენმა ახალ კლუბთან კონტრაქტი უკვე გააფორმა, ამის შესახებ ინფორმაციას აურელიო დე ლაურენტისთან დაახლოებული ჟურნალისტი კარლო ალვინო ავრცელებს.

ალვინოს თქმით, მას ამჟამად კლუბის დასახელება არ შეუძლია, თუმცა აღნიშნავს, რომ "ნაპოლი" ნიგერიელის ტრანსფერიდან 120 მილიონ ევროს მიიღებს.

"ოსიმენმა ახალ კლუბთან უკვე ყველაფერი შეათანხმა, სხვათა შორის, ეს ყველაფერი აურელიო დე ლაურენტისთან ერთად მოხდა.

ვიქტორი "ნაპოლის" მხოლოდ 120 მილიონი ევროს სანაცვლოდ დატოვებს, ფასის შემცირება შეუძლებელია.

კლუბი რომ დავასახელო, ეს უადგილო იქნება, რადგან ოსიმენმა ახლა მხოლოდ "პარტენოპეიზე" უნდა იფიქროს", - განაცხადა ალვინომ
Radio Goal-თან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, ოსიმენმა მიმდინარე სეზონში "ნაპოლის" რიგებში 24 მატჩი გამართა, თავი კი 13 გატანილი გოლითა და 4 შედეგიანი პასით გამოიჩინა.

altკვარაცხელიას ახალი მეწყვილე "ნაპოლიში"? - ოსიმენის შემცვლელად "პარტენოპეიმ" მექსიკელი ფორვარდი შეარჩია

altოსიმენის გარეშე? - როგორი იქნება "ინტერისა" და "ნაპოლის" სასტარტო შემადგენლობები

altოსიმენის "ინტერთან" თამაში საეჭვოა - "ნაპოლი" უკვე ეძებს მის შემცვლელს

მკითხველის კომენტარები / 4 /
თუ უკვე გააფორმა კონტრაქტი რა აზრი აქ კლუბის სახელის დამალვას ? გინდა თქვი გინდა არა მაინც ახალ კლუბზე ფიქრობს უკვე. დიდი ალბათობით პარისენჟერმენია
ლაშა
31 მარტი 2024 01:10
0
ჟუღელმა საუთის არაბეთში მიდისო თქვა და თუ ეგ მართლა მოხდა ჯუღელი ყოფილა არ ვიცი, რა სუპერ გავლენების მქონე.
დათოს
30 მარტი 2024 14:22
14
მარტო ჯუღელისთვის არ შეიძლებოდა ამის თქმა? მთელი იტალია ბაზრობს უკვე
დათო
30 მარტი 2024 13:47
9
ჟურნალისტის საქმე ეგ არის, სიახლეები მოიპოვოს და გააშუქოს. ჯუღელის საქმე თავისი კლიენტის მიხედვაა. სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფა მინიმუმ არაპროფესიონალურია და ხვიჩაც უხერხულობაში ჩააყენა. თან ჯუღელმა რა კონტექსტშიც თქვა ეგ ყველაფერი იყო ძალიან ცუდი. ხვიჩა ტოპ კლუბში წავა მარტო და ოსიმენი რა, ოსიმენი არაბეთსაც დათამხმდებაო. ანუ ფულის მონააო, ეგ გამოუვიდა. როგორც არ უნდა გინდოდეს კაცს, ვერ გაამართლებ ჯუღელს. არ იყო მაგის საქმე და უნდა მოეკეტა
ჯუღელს არ უნდა ეთქვა
30 მარტი 2024 15:04
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული