საქართველოსთან დამარცხებულმა პოიეტმა ირლანდიას უარი შეუთვალა

AutoSharing Option
Irish Independent წერს, რომ ირლანდიის ფეხბურთის ასოციაციასა და გუსტავო პოიეტს შორის მოლაპარაკებები ჩაიშალა, რის გამოც მათი ქვეყნის მთავარ გუნდს ურუგვაელი დამრიგებელი აღარ ჩაიბარებს.

56 წლის მენეჯერს კონტრაქტი საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციასთანაც ეწურება, რომელიც დიდი ალბათობით, აღარ გახანგლძრივდება და ის დროებით უმუშევარი იქნება.

მოგეხსენებათ, პოიეტის ბოლო მატჩი ჩვენთვის ძალიან კარგად დასამახსოვრებელი აღმოჩნდა. საქართველოს ნაკრებმა მისი საბერძნეთი ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალში პენალტებში დაამარცხა და ისტორია გადაწერა.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ნამეტანი ხომ არ მოგვდის? ცოტა დავეშვათ მიწაზე.კარგია ,რომ გავედით ოღონდ,ერთა ლიგა რომ არ მოეგონათ კიდევ დიდხანს მოგვიწევდა დასკვნით ეტაპზე გასვლის ლოდინი.
...
31 მარტი 2024 18:16
13
დიდხანს არა! მომდევნო ევროპაზე შესარჩევით გავალთ და იქაც დავდებთ შედეგს. მთავარია, ყველანი ჯანმრთელად იყვნენ! ბევრი კარგი ახალგაზრდა დაგვემატება უახლოეს ორ წელიწადში!!!!
ნუგზარი
01 აპრილი 2024 11:51
0
შევიბამ ახლა წითელ ლენტს
Gio
31 მარტი 2024 14:34
3
ჩვენ რავქნათ ეხლა, უნდა ვიდარდოთ?
გია პაპა
31 მარტი 2024 11:48
2
ბერძნების ნახევარი გუნდი წითელს იმსახურებდა.
https://youtu.be/_0e9hk2Ufh0?si=tXh_kJ9GPh4jXf9L
მსაჯმა უხეშობა არ დასაჯა
31 მარტი 2024 11:24
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული