"ამ ბიჭმა ფეხბურთის თამაში არ იცის" - კასანომ ჰოლანზე ისაუბრა

AutoSharing Option
ვეტერანმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ "მანჩესტერ სიტის" ვარსკვლავის, ერლინ ჰოლანის შესახებ ისაუბრა.

"რეალისა" და "რომას" ყოფილი ფორვარდის თქმით, ჰოლანმა საკუთარი თამაშის სტილი უნდა შეცვალოს.

"ის არის იბრაჰიმოვიჩი ადრიანოს სისწრაფით, თუმცა შვედი მასზე ტექნიკური იყო. განსხვავება ლევანდოვსკის, ბენზემასა და ჰოლანს შორის? ვეტერანებმა იციან, როგორ ითამაშონ ფეხბურთი, ნორვეგიელს კი ამის ცოდნა არ აქვს.

ხშირად გვინახავს, თუ როგორ უმკლავდებიან მეტოქე გუნდის ცენტრალური მცველები ერლინს, მან რაღაც უნდა შეცვალოს", - განაცხადა კასანომ.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში ერლინმა "სიტის" მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 36 მატჩი გამართა, თავი
კი 30 გატანილი გოლითა და 6 შედეგიანი პასით გამოიჩინა.

alt"ხვიჩა მსოფლიოში საუკეთესო გარემარბია, ლეაუზე ბევრად უკეთესია" - რა განაცხადა კასანომ?

altკასანომ მისი აზრით, სერია A-ს საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა

altკასანო: კვარაცხელია მსოფლიოს საუკეთესო მარცხენა გარემარბია

მკითხველის კომენტარები / 8 /
ჰოლანდმა და გვარდიოლამ ფეხბურთი არ იციან და შენ ხარ დიდი ტაქტიკოსი? როდესაც ამბობ, რომ ერლინგმა ფეხბურთი არ იცის, გამოდის რომ გვარდიოლამაც არ იცის რადგან თავის გუნდში აჩერებს. უბრალოდ გვარდიოლას სტილია ასეთი და ჰოლანდი ფინიშერად სჭირდება სულ ეგაა. სანამ ჰოლანდს იყიდიდნენ გუნდს ჩლ არ ჰქონდა მოგებული და მერე უკვე პირველივე სეზონში მოიგეს ჩემპიონთა ლიგა
მამუკა
21:54 09-04-2024
0
ჰოლანმა რაც ფეხბურთში იცის ეს გოლების გატანაა და ისიც მაშინ თუ ბურთს კართან ახლოს მიაწვდი. დღეს უფრო მეტად უნივერსალური ფეხბურთელები არიან საინტერესოები, გოლის შექმნა თვითონ, რომ შეუძლიათ. ერთი სწრაფი მცველი და შენი ჰოლანი აღარაფერია.
ჟორა გაბრიჭიძე
23:05 08-04-2024
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული