"შეწყვიტე მსახიობობა და უკრაინაში ომში საბრძოლველად წადი!" - ორიემ ზინჩენკოს მიმართა

AutoSharing Option
"გალათასარაის" 31 წლის მცველმა სერჟ ორიემ "არსენალის" შემტევ ოლექსანდრ ზინჩენკოს მოუწოდა, ომში წავიდეს.

კოტდივუარელმა Snapchat-ზე უკრაინელის სიტყვები გამოაქვეყნა, სადაც ის ამბობს, რომ თუ გამოიძახებენ, ომში წავიდოდა.

"შეწყვიტე მსახიობობა! მოხალისეს არ სჭირდება ვინმეს დარეკვა! წადი ახლავე უკრაინაში და იბრძოლე", - დაწერა ორიემ.

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის თებერვლის მერე, მას შემდეგ რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ომი წამოიწყო, ზინჩენკომ დაახლოებით 1 მილიონი ფუნტი გაიღო, რათა თანამემამულეებს დახმარებოდა. 

ფეხბურთელს ომში წასვლა სურდა, მაგრამ ოჯახის წევრების თხოვნის შემდეგ ეს გადაიფიქრა. აღსანიშნავია, რომ უკრაინის პრეზიდენტმა
ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხედრო მობილიზაციის ასაკი 27-დან 25 წლამდე შეამცირა.

"არსენალის" ფეხბურთელმა რამდენიმე დღის წინ BBC Newsnight-თან ინტერვიუში განაცხადა:

"ვფიქრობ, პასუხი ერთადერთი და ნათელია. მე ომში საბრძოლველად წავიდოდი! იქ ახლა ჩემი ბევრი ახლო მეგობარი იმყოფება. ძნელია იმის გაგება, რომ ახლახან ერთ სკოლაში ვსწავლობდით,ფეხბურთს ერთად ვთამაშობდით და ახლა მათ უნდა დაიცვან ჩვენი ქვეყანა.

არასდროს დავივიწყებთ იმას, რაც რუსებმა ჩვენ, ჩვენს ხალხს დაუშავეს და სწორედ ამას ვასწავლი ჩემს შვილებსაც, ისინი კი მათ შვილებს ასწავლიან. ეს მიუღებელია".

ზინჩენკომ, რომელიც ერთი პერიოდი რუსულ "უფაში" თამაშობდა, თავის ძველ თანაგუნდელებთან ურთიერთობის შესახებ თქვა:

"რუსეთის შეჭრის შემდეგ ძალიან ცოტამ მომწერა და გამომიგზავნა მესიჯები. მე მათ ვერ დავადანაშაულებ, რადგან ეს მათი ბრალი არ არის.

არ შემიძლია ვუთხრა მათ, ბიჭებო, გააკეთეთ საპროტესტო აქციები და ამოიღეთ ხმა, რადგან ვიცი, რომ ისინი შეიძლება ციხეში ჩასვან", - ამბობს უკრაინელი.
მკითხველის კომენტარები / 25 /
გამოუცდელი ფეხბურთელი წავიდეს საომრად,მხოლოდ იმიტომ რომ გამოჩნდეს სადმე.. ზუსტად ეს არის პოპულიზმი.
Gio
10 აპრილი 2024 14:15
7
ზინჩენკო კი არა, ზავაროვი წავიდა შვილებთან ერთად ომში, კიევთან რომ იყო მიმდგარი რუსის ჯარი. ვიღაც პლანტაციის ვირთხამ ვის უნდა ასწავლოს ჭკუა და ქვეყნის სიყვარული?
პ.ს სლავაუკრაინელები იქნებიან, რომ გაუყრიან რუსოფილებს და შეაძვრენენ, საიდანაც გამოძვრნენ ბიძინიეს მოთრევის მერე.
ციციკორე
10 აპრილი 2024 15:38
23
რამდენი გამოუცდელი მიყავთ ქუჩაში დაჭერილი და მანქანაში ჩაგდებული სიმართლე რომ უთხრა ეგ არ ესიამოვნათ აქაურ სლავა უკრაინებს
თაზო
10 აპრილი 2024 14:46
20
ცოტა უტრირებულად ვიტყვი. ჩაპლინს რომ უყიჟინებდნენ მავანნი მეორე მსოფლიო ომის დროს, წადი და იომეო, დაახლოებით ეგ თემაა (ისე, ამერიკაში კი ცხოვრობდა, მაგრამ ბრიტანეთის მოქალაქე იყო).
თუ ადამიანი საკუთარ სამშობლოს სხვა გზით ეხმარება და ეს დახმარება ბევრად მეტია, ვიდრე ერთი გამოუცდელი რიგითი ჯარისკაცის მიერ იარაღის ხელში აღება, პოპულიზმი სწორედ ისაა, ასეთს რომ ფრონტზე წასვლას სთავაზობ ურაპატრიოტულად.
ჯეჯე
10 აპრილი 2024 13:58
6
იომეთ ღარიბებმა, ვისაც ფული არა გაქვთ
ზაქრო
10 აპრილი 2024 13:35
9
ამ მურიანს ვინ ეკითხება რას იზამს ზინჩენკო
ხვიჩა
10 აპრილი 2024 13:08
20
ჰა ჰა მურიანი არ დაუძახო თორემ ანტისემინიზმში დაადანაშაულებენ)
დავით 67
10 აპრილი 2024 17:12
2
ზინჩენკო პოპულისტობს და მაგარი ბიჭის როლს ირგებს. მასე არაა, სამშობლოს და შენიანებს რო ეხება საქმე თუ დამიძახებენ წავალ არა რა! ადექი და წადი და თუ *რაკი არ გაქ მაშინ აგორავე ბურთი ლონდონში და ურიცხე მილიონები ზელენას იმის სანაცვლოდ რომ არ დაგიძახონ.
ხვიჩას
10 აპრილი 2024 13:41
30
ბევრს იმის ტვინი არ აქ რო უკრაინას ხალხი არ ჭირდება ისედაც ყავთ. იარახი ჭირდებათ დასავლეთის მაგრამ ამერიკა არ აძლევს. მაგრამ ბევრ ლაპარაკს არ დავიწყებ. ზანგს რო აუხსნა და ელაპარაკო და რამე გააგებიო მაგი ტყუილია.
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
10 აპრილი 2024 12:59
17
ეს საიდან გამოძვრა სხვის საქმეებს რატომ არჩევს?კაცი მოედანზე ომობს და უკრაინა ევროპაზე გაიყვანა.თან ერთი მილიონი ჩარიცხა.მოკლედ მაგარი კაცია.
ამაშია საქმე
10 აპრილი 2024 12:44
18

სიახლეები პოპულარული