შევჩენკოს რევოლუციური იდეა ფეხბურთში - უკრაინაში მსაჯები სიცრუის დეტექტორს გაივლიან

AutoSharing Option
The Athletic-ის ინფორმაციით, უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ანდრეი შევჩენკოს რევოლუციური იდეა აქვს, რომელსაც თავის ქვეყანაში მალე განახორციელებს.

კორუფციასა და გარიგებული მატჩების თავიდან ასარიდებლად, ყოფილი თავდამსხმელი მსაჯებისთვის სიცრუის დეტექტორის შემოღებას გეგმავს.

პოლიგრაფი გაზომავს არბიტრების წნევისა და სისხლის ნაკადის ცვალებადობას, ასევე მათ სუნთქვასა და ოფლიანობას, რათა დადგინდეს, ამბობს თუ არა გამომცდელი სიმართლეს.

"ჩვენ ვხედავთ პოლიგრაფს, როგორც შესაძლებლობას, შევაგროვოთ მეტი ინფორმაცია და გავიგოთ, რომელ მსაჯებთან შეგვიძლია ვიმუშაოთ. ჩვენ ვიწყებთ ნულიდან, - განუცხადა შევჩენკომ The Athletic-ს.

მისივე თქმით, ნებისმიერი მსაჯი, რომელიც დეტექტორს ვერ გაივლის,
თამაშებს ვეღარ გაუძღვება. შევჩენკოს, ამის გარდა, კიდევ ერთი იდეაც აქვს.

არბიტრები ნებისმიერ მატჩზე შემთხვევითობის პრინციპით დაინიშნებიან და არა შერჩევით. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ამ იდეას უკრაინაში კრიტიკაც მოჰყვა.

"ეს პირდაპირი კონტროლია. ადამიანური ფაქტორი ყოველთვის იქნება და შეცდომების გამოსასწორებლად VAR-ი არსებობს.

მაშინ გამოვცადოთ ფეხბურთელებიც და მწვრთნელებიც. ჩვენ მოვალთ თამაშამდე სამი საათით ადრე, რომ გავიაროთ სიცრუის დეტექტორი", - თქვა მწვრთნელმა ვოლოდიმირ შარანმა.

შევჩენკოს ეს იდეა კი 2018 წელს უკრაინაში მომხდარ დიდ სკანდალს უკავშირდება. ამ წელს 35 კლუბი გამოვლინდა, რომლებიც თამაშების გარიგების ოპერაციაში იყვნენ ჩართული.

სქემაში სულ 328 ადამიანი მონაწილეობდა, გამოვლინდა გარიგებული მატჩების 57 შემთხვევა.
მკითხველის კომენტარები / 17 /
უკრაინაში ყველგან კორუფციაა გამეფებული...
tngh
18 აპრილი 2024 19:07
9
რუსეთის კორუფციასთან უკრაინისა რა მოსატანია რუსეთუმევ
კაი ერთი
18 აპრილი 2024 19:48
7
ყველაზე მაგარ სპორტის სახეობას ბოლოს უღებენ. ვარ-ით ეხლა ლურჯი ბარათიო. სიცრუის დეტექტორიო. საერთოდ მსაჯი რაღა საჭიროა.
ისე კაი იქნება თვითონაც თუ გაივლის სიცრუის დეტექტორს სტამბოლის ფინალზე. კრესპო იმ თამაში დაფრინავდა გაიყვანეს ეს დატოვეს მოედანზე. წაქცეულ მეკარეს გოლი ვერ უფრო სწორად არ გაუტანა. და დესერტად პენალიც გამაზა
ლაშა
18 აპრილი 2024 15:49
4
მაგ ბურთზე არ გაუტანას როგორ ამბობ.. 100 ჯერ მაქვს ნანახი რომ გინდოდეს ძალით ვერ გაარტყამ ხელში მეკარეს.. არგატანა რომ სდომოდა ფეხს ააცილებდა.. და თერთმეტმეტრიანსაც კარს ააცილებდა.. ეეჰ..
A
19 აპრილი 2024 11:06
0
აი ასე შტერდება იმ ქვეყნის მოსახლეობა სადაც მასხარა კლოუნი ყავთ პრეზდენტად DD
zura222
18 აპრილი 2024 17:34
13
ეეეჰ, არც ამს ჰქონია ტვინი, ყველაფერი ისეა მოწყობილი, რომ იყომარონ, თვითონ ფიფა უეფას როგორც აწყობს ისე, აბა იყოს როგორც რაგბშია, დავინახოთ, და გავიგოთ როგორ მუშაობენ, ერთმანეთში რას საუბრობენ, ვარი მსაჯი, მოთამაშეები და ყველა, რატომ გვიმალავენ, რა სიცრუის დეტექტორი, ნორმალურია ეხლა ესა? ე.ი. ყველგან და ყველა სფეროში რამხელა დეფიციტია, წესიერების, რომ სანდო არავინაა.
ლევანი
18 აპრილი 2024 15:24
1
გამჭვირვალობა ესაა სწორედ ნაცებო, დიდ ეკრანზე გამეორდეს ყოველი საეჭვო ეპიზოდი მწვრთნელის ლეგიტიმური ეჭვის საფუძველზე და არა ისე, რომ დაზურულ, გაუმჭვირვალე ოთახში, ყველასათვის გაუმჭვირვალე და საეჭვო გარემოში მსაჯი შემოწმდეს სიცრუის დეტექტორზე! გაგიგონიათ, ვითომ გამჭვირვალობა?!
ლაშა
18 აპრილი 2024 13:50
7
როგორ არ გაუგონიათ. მიხუილმა პოლიციის შენობები ხომ გამჭვირვალე ააგო :DDD
alexandre
18 აპრილი 2024 14:14
5
სიცრუის დეტექტორი კიარა, ყოველი საეჭვო ეპიზოდისას გადამოწმება უნდა ხდებოდეს VAR-ზე მთავარი მწვრთნელის ყოველი პროტესტის გამოხატვის საფუძველზე, რათა ნდობა გაჩნდეს VAR-ისადმი და რასაც ვხედავთ, ლამის გააუქმონ VAR-ი! კალათბურთში ან/და ჭიდაობის სახეობებში ხომ არის პროტესტის გამოხატვის ფორმები, ფეხბურთში ანალოგიურად უნდა იყოს. დიდ ეკრანზე უნდა ნახოს ყველამ, მაყურებლის ჩათვლით საეჭვო ეპიზოდის გამეორება და მორჩა!
ლაშა
18 აპრილი 2024 13:47
4
საუკეთესო გამოსავალია ტოტალიზატორების აკრძალვა. მიწისქვეშა ტოტალიზატორების შექმნის შემთხვევაში სამუდამო პატიმრობა.
დავით 67
18 აპრილი 2024 21:44
1
იატაკქვეშა ტოტალიზატორები გამრავლდება და მას ვერანაირი სასჯელი ვერ შეაჩერებს.არც მსაჯის დეტექტორზე შემოწმებაა იდეალური გამოსავალი. შეიძლება ფეხბურთელები შეთანხმდნენ ერთმანეთში მსაჯის გარეშე, ანაც ერთმა კონკრეტულმა ფეხბურთელმა საახლობლოს უთხრას რომ წითელს მიიღებს და სულაც მსაჯს პანღური უთავაზოს.( გამგები გაიგებს)
სსს
19 აპრილი 2024 10:47
0
ამან ეტყობა რომელიმე ამერიკულ ფილმში დაინახა სიცრუის დეტექტორი და დაევასა
ლუკა
18 აპრილი 2024 15:07
2
თავის ქვეყანაში შეუძლია დატესტოს თუ გაამართლა მერე გადაიღებენ....უკრაინას ფეხბურთისთვის თუ სცხელოდა არ ვიცოდი
ვოვიკა
18 აპრილი 2024 16:54
6
ვეტინგი ჩაუტარეთ მსაჯებს. მოსამართლეებს ხომ უტარებენ უცხოელები ვეტინგს უკრაინაში. მაინც მანდვე არიან ეგ უცხო ქვეყნის მოქლააქეები და მსაჯების შემოწმებაც იმათ გადააბარეთ.
აგერ, ჩვენგან გაწვეული ელჩიც უმუშევარი გყავთ, ეგეც დაასაქმეთ ვეტინგზე. აქეთ დაბრუნებას მაინც არ უპირებთ.
ჯეჯე
18 აპრილი 2024 13:40
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული