"მანჩესტერ სიტი" ახალ მწვრთნელს ეძებს - "ქალაქელები" გვარდიოლას დაემშვიდობებიან

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტი" პეპ გვარდიოლას 2025 წლის ზაფხულში დაემშვიდობება, ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი ხორხე პიკონი ავრცელებს.

პეპს "ქალაქელებთან" კონტრაქტი მომდევნო სეზონში ეწურება და "სიტის" ხელმძღვანელობა დარწმუნებულია, რომ მხარეები თანამშრომლობას აღარ გააგრძელებენ.

ჯერჯერობით უცნობია, რომელი სპეციალისტი შეცვლის ესპანელს, თუმცა გასულ წელს ბრიტანული გამოცემები აქტიურად იუწყებოდნენ, რომ "ქალაქელები" გვარდიოლას იდეალურ შემცვლელად "ბრაიტონის" მთავარ მწვრთნელს რობერტო დე ძერბის მიიჩნევდნენ.

შეგახსენებთ, გასულ წელს გვარდიოლამ "მანჩესტერ სიტის" ჩემპიონთა ლიგის ტიტული ისტორიაში პირველად მოაგებინა.

ესპანელი სპეციალისტი სხვადასხვა დროს "ბარსელონასა" და "ბაიერნსაც" წვრთნიდა, პეპმა სამწვრთნელო კარიერაში ჯამში 37
ტიტული მოიპოვა.

alt"მანჩესტერ სიტი" მუსიალას შეძენას შეეცდება - გვარდიოლას შემტევ ხაზში ცვლილებები სურს

altანჩელოტიმ გვარდიოლას რეკორდი გაიმეორა, ნოიერმა კი კასილასს გადაუსწრო

altსულ 50 ეგზემპლარი - გვარდიოლას საათის ღირებულებამ, რომელიც "რეალთან" მატჩში ეკეთა, ყველა გააოცა

მკითხველის კომენტარები / 18 /
დაბრუნდი სახლში და დაასრულე დაწყებული საქმე. მესი ინიესტა ხავის დონის მოთამაშეებით შედარებით მარტივი გზა გაიარე. დაამტკიცე რომ ყველადროის ერთერთი საუკეთესო მწვრთნელობის პრეტენდენტი ხარ, დრო მოვიდა დომინანტი ბარსელონას დაბრუნების
ქართველი
14:18 20-04-2024
3
გვარდიოლაზე ასეთი ცუდი დამოკიდებულება რატომ აქვს ხალხს ვერ ვხვდები, რეალი უბრალოდ შეჭამეს, დღეს რომ ყველაზე მაგარი მწვრთნელია რათ უნდა ამას ბევრი ლაპარაკი. პეპ დაბრუნდი ბარსელონაში. ჩემთვის ნომერ პირველი ფერგიუნსონია.
ფერგიუნსონი
20:41 20-04-2024
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული