ფრანჩესკო კალცონას გაწვრთნილი გუნდი სატურნირო ცხრილში 49 ქულით მე-8 ადგილს იკავებს და ევროტურნირებზე მოხვედრა რთულ მისიად მოჩანს...
Corriere dello Sport-ის ცნობით, კალცონამ სავარჯიშო პროცესზე საკუთარი ფეხბურთელები გააკრიტიკა და მოთამაშეებს მათი ფოტოები აჩვენა, რომლებიც "ემპოლისთან" მატჩში იყო გადაღებული.
ამით კალცონამ ფეხბურთელების დამოკიდებულებას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ მათი სათამაშო განწყობა არადამაკმაყოფილებელია.
ცნობილი იტალიური გამოცემა ირწმუნება, რომ ფრანჩესკომ ვარჯიშზე მოთამაშეები ფიზიკურად ძალიან დატვირთა და დისციპლინის
შეგახსენებთ, "ნაპოლი" ჩემპიონატში მომდევნო შეხვედრას 28 აპრილს, "რომას" წინააღმდეგ გამართავს.
"თითქოს ფეხბურთელებს მატჩის მოგება არ უნდოდათ" - რა თქვა კალცონამ "ემპოლისთან" მარცხის შემდეგ?