"თითქოს ფეხბურთელებს მატჩის მოგება არ უნდოდათ" - რა თქვა კალცონამ "ემპოლისთან" მარცხის შემდეგ?

AutoSharing Option
სერია A-ს 33-ე ტურში "ნაპოლი" "ემპოლისთან" გასვლაზე 0:1 დამარცხდა. მატჩის შემდეგ "პარტენოპეის" მთავარმა მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

"შედეგზე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ, მატჩის მიმდინარეობის შეცვლა ვერ მოვახერხე. თითქოს, ფეხბურთელებს მოგება არ სურდათ. "ემპოლიმ" გამარჯვება ნამდვილად დაიმსახურა.

ჩვენი მოვალეობაა, რომ დარჩენილ შეხვედრებში მაქსიმუმი გავიღოთ. კვირიდან-კვირამდე თავდაუზოგავად ვვარჯიშობთ, თუმცა მატჩის მიმდინარეობისას შეცდომებს ვუშვებთ, რაც უფრო მენტალური ხასიათის პრობლემაა", - განაცხადა კალცონამ.

"ნაპოლი" 49 ქულით მერვე ადგილზეა და 28 აპრილს "რომას" უმასპინძლებს.

altუმწეო "ნაპოლი" "ემპოლისთან" დამარცხდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 8 /
შენი ბრალი კი არ არის, კალცონა, ლაურენტისას დამსახურებაა რაც გუნდში ხდება, მაგ წუწურაქი კაცის, მართლა ეზარებათ ფეხბურთელებს თამაში
ჩვენ გარკვეულწილად აქედან ვაკომპენსირებდით ლაურენტისას ბნელ ზემოქმედებას გუნდზე, ღმერთს ვთხოვდით ხვიჩას და ნაპოლის გამო, ახლა კი ამ უტვინო განცხადებების მერე, გაიკრას შუბლზე ხვიჩამაც და მთელმა საქართველოს ნაკრებმა ევროკავდირის დროშა და ილოცოს მასზე
ხათუნა
11:43 23-04-2024
5
იტალიელებს მაგრად ევასებათ ყომარი. დიდი პატარა მოხუცებული ყველა ყომარობს
იმერელი
20:55 21-04-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული