ესპანელი სპეციალისტის თქმით, მათი მთავარი კონკურენტი "არსენალი" დარჩენილ ტურებში ქულებს აღარ დაკარგავს.
"ვფიქრობ, "არსენალი" დარჩენილ მატჩებში ქულებს აღარ დაკარგავს. 4 ტური დაგვრჩა. ეს ყველაფერი მაღალ მთაზე ასვლას ჰგავს. თუ ფრეს ვითამაშებთ, ჩემპიონები ვერ გავხდებით", - განაცხადა გვარდიოლამ.
შეგახსენებთ, "სიტიმ" ბოლო 19 პრემიერლიგურ მატჩში 15 გამარჯვება მოიპოვა, 4-ჯერ კი ფრეს დასჯერდა და სატურნირო ცხრილში "მეთოფეებს" 1 ქულით ჩამორჩება, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ "ქალაქელებს" "არსენალზე" ერთით ნაკლები მატჩი აქვს ჩატარებული.
"გვარდიოლას "ნაპოლის" გაწვრთნა ვთხოვე, იცით, რა მიპასუხა?" - "პარტენოპეის" ყოფილი ფეხბურთელი
"ასე როგორ შეიძლება? როდემდე უნდა გაგრძელდეს?" - გვარდიოლა აღშფოთებულია
"მანჩესტერ სიტი" ახალ მწვრთნელს ეძებს - "ქალაქელები" გვარდიოლას დაემშვიდობებიან