"ხავი, გთხოვთ, დარჩი" - ასე დასცინეს "ჟირონას" ფანებმა "ბარსელონას" მთავარ მწვრთნელს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, 4 მაისს, ლა ლიგის 34-ე ტურში "ჟირონამ" "ბარსელონას" უმასპინძლა და 4:2 დაამარცხა. "ბლაუგრანას" დამარცხებით კი "რეალი" ესპანეთის ჩემპიონატის გამარჯვებული ოფიციალურად გახდა.

შეხვედრის მიმდინარეობისას, "ჟირონას" ფანები "ბლაუგრანას" მთავარ მწვრთნელს, ხავის უმღეროდნენ.

"ხავი, გთხოვთ, დარჩი".

შეგახსენებთ, იანვრის თვეში ხავიმ განაცხადა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ გუნდს დატოვებდა, თუმცა აპრილში საკუთარი გადაწყვეტილება შეცვალა და კატალონიური კლუბის დატოვება გადაიფიქრა.

altხავი: "ჟირონას" გამარჯვებას, "რეალს" კი გაჩემპიონებას ვულოცავ

alt"ბარსელონა" "ჟირონასთან" დამარცხდა - "რეალი" ვადამდე გახდა ჩემპიონი [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 16 /
ყველას ვულოცავ აღდგომას! ძალიან დიდი ქაჯობაა! არავის უნდა არ უნდა აკადრო, მითუმეტეს შენი ქვეყანა ასე ასახელა. ისეთივეა ყიფიანისთვის დაეცინათ, არ ვიკადრებდით. 1977 წლიდან სტადიონზე ვიყავი, როგორც გულშემატკივარი, მაგრამ უპატივცემულობა არ მინახია. საუკეთესოები ვართ როგორც მასპინძლობაში, ისევე გულშემატკივრობაში! გაუმარჯოს ერთიან საქართველოს!!! ენა, მამული, სარწმუნოება!!!
გიორგი
13:37 05-05-2024
10
ხავის ეყო ვაჟკაცობა,ჟირონას მიულოცა გამარჯვებაც და კარგი თამაშიც.დაცინვა არავისთვისაა კარგი,რადგან ნუ დასცინი სხვასაო,გადაგხდება თავსაო,მუდამ ძალაშია და არც ღირსებას გმატებს.ეს,ქართველ კომენტატორებსაც შეეხებათ,ზოგჯერ ძალიან უტაქტოდ რომ მოიხსენიებენ თუნდაც ძალიან სუსტ მეტოქეს.სხვისი დამცირება, მას კი არა,შენ გაკლებს ღირსებას და დამცირებულს,სამაგიეროს გადახდის სურვილს უჩენს.
სოსო
12:37 05-05-2024
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული