"ვიფიქრებ, გუნდი უკეთესო როგორ გავხადო" - ტენ ჰაგი "კრისტალ პალასთან" 0:4 მარცხის შემდეგ

AutoSharing Option
პრემიერლიგის 36-ე ტურში "კრისტალ პალასმა" "მანჩესტერ იუნაიტედს" უმასპინძლა და 4:0 გაიმარჯვა.

"მანკუნიანელების" მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"გუნდურად უკეთესად უნდა ვითამაშოთ, ფეხბურთელები მეტად უნდა დაიხარჯონ, დამსახურებულად დავმარცხდით. არ გამოვიდა ისეთი შეხვედრა, როგორსაც ველოდით.

ცუდად მხოლოდ კაზემირო გამოიყურებოდა? ეს სიმართლე არ არის, მარცხი მხოლოდ ერთ ფეხბურთელს არ უნდა დაბრალდეს. ამ მატჩიდან დასკვნები უნდა გამოვიტანოთ და უკეთესები გავხდეთ.

ფანების გამო ბედნიერები ვართ, ისინი მხარს ნებისმიერ დროს გვიჭერენ. ჩემს მომავალზე არ ვფიქრობ, ახლა უამრავი პრობლემა გვაქვს. ერთადერთი, რაზეც ახლა
ვფიქრობ, ეს გუნდის თამაშის გაუმჯობესებაა", - განაცხადა ტენ ჰაგმა.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში მე-13 მარცხი იწვნია, რაც კლუბის ისტორიაში არასდროს მომხდარა. ტენ ჰაგი სატურნირო ცხრილში 54 ქულით მე-8 ადგილს იკავებს. "მანკუნიანელები" მორიგ მატჩს საკუთარ კედლებში, 12 მაისს, "არსენალის" წინააღმდეგ გამართავს.

alt"კრისტალ პალასმა" "მანჩესტერ იუნაიტედი" 4:0 დაამარცხა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 3 /
ეს ის თენ ჰაგია აიაქსში კვარაცხელია რომ არ უნდოდა.
1
ფიქრობ კიარა დაახვე ნაქედან, შშშენი მანდ გამჩერებლის დედაც..
მალხაზ ჯობავა
19:42 07-05-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული