"ტიუკავინი "არსენალში" გადასვლის კანდიდატია" - რუსეთის ნაკრების მწვრთნელი

AutoSharing Option
რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა ნიკოლაი პისარევმა მოსკოვის "დინამოს" თავდამსხმელის, კონსტანტინ ტიუკავინის შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, ახალგაზრდა ფორვარდს ლონდონის "არსენალში" თამაში შეუძლია.

"ტიუკავინი "არსენალში" გადასვლის კანდიდატია. მისი ხასიათი კარგად ვიცი და კონსტანტინი ძალიან შრომისმოყვარე ფეხბურთელია, კარის ხაზთან გადაწყვეტილებებს ძალიან სწრაფად იღებს და თავდამსხმელისთვის საჭირო გოლის გატანის ალღო აქვს", - განაცხადა ტიუკავინმა Match TV-სთან ინტერვიუში.

21 წლის ტიუკავინი მოსკოვის "დინამოს" აღზრდილია, მიმდინარე სეზონში ამ გუნდის მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 35 მატჩი ჩაატარა, თავი კი 16 გატანილი გოლითა და 9 შედეგიანი პასით
გამოიჩინა. Transfermarkt-ის მიხედვით, ტიუკავინის ფასი 12 მილიონი ევროა. თავდამსხმელს მოსკოვის "დინამოსთან" კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულში ეწურება.
მკითხველის კომენტარები / 14 /
ვეთანხმები კოლკას, ნამდვილად მოუხდება ტულის არსენალს!
llcl
13:18 07-05-2024
12
შარშან,ლუკა გაგნიძის დევნაში,მისი თამაშის ყურებაც მიწევდა და მართლაც ნიჭიერი ბიჭია.ახლა რა დონეზე თამაშობს,ვერაფერს ვიტყვი,მით უფრო არსენალის დონეზე ასვლისას,მაგრამ თამაში,ნამდვილად შეუძლია.
სოსო
12:26 07-05-2024
10
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული