კონფერენს ლიგის საპასუხო ნახევარფინალურ მატჩში „ოლიმპიაკოსმა“ სახლში აიუბ ელ კააბის დუბლით „ასტონ ვილა“ 2:0 დაამარცხა, ორი შეხვედრის ჯამში 6:2 გაიმარჯვა და ფინალში გავიდა.
მაროკოელმა თავდამსხმელმა ორ შეხვედრაში ბირმინგემელებს ხუთი გოლი გაუტანა. "ოლიმპიაკოსი" პირველი ბერძნული გუნდია, რომელიც 1971 წლის შემდეგ ევროტურნირის ფინალში ითამაშებს - მაშინ "პანათინაიკოსს" ჩემპიონთა თასის ფინალში "აიაქსმა" 2:0 სძლია.
29 მაისს, ათენის "OPAP არენაზე" „ოლიმპიაკოსი“ ფინალში „ფიორენტინას“ შეხვდება, რომელიც ფინალში ზედიზედ მეორედ მიიღებს მონაწილეობას.
2020 წლის შემდეგ პირველად, ევროტურნირის ფინალში ვერცერთი ინგლისური კლუბი ვერ გავიდა.
პირეოსი. „გეორგიოს კარაისკაკისი“. 33 000 მაყურებელი
ოლიმპიაკოსი - ასტონ ვილა 2:0
გოლები: 1:0 ელ კააბი
(10), 2:0 ელ კააბი (78)