დე ბრუინი, სალაჰი, ალისონი და სხვები - არაბული კლუბები ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე 10 ვარსკვლავის ყიდვას შეეცდებიან

AutoSharing Option
როგორც ჩანს, მომდევნო სეზონში საუდის არაბეთის პროლიგაში კიდევ უფრო მეტ ვარსკვლავს ვიხილავთ.

The Telegraph-ის ცნობით, არაბული კლუბები ინგლისის პრემიერლიგიდან 10 გამორჩეული მოთამაშის დამატებას შეეცდებიან.

გამოცემა ყველა მათგანის ვინაობას არ ასახელებს, თუმცა ირწმუნება, რომ სიაში კაზემირო (მანჩესტერ იუნაიტედი), კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი), ედერსონი (მანჩესტერ სიტი), ალისონი (ლივერპული), ბრუნო ფერნანდეში (მანჩესტერ იუნაიტედი) და მოჰამედ სალაჰი (ლივერპული) არიან.

ცნობილია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ალ ნასრი" კაზემიროს თაობაზე მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებენ და მხარეებს გარიგების დასრულება რაც შეიძლება სწრაფად სურთ.

შეგახსენებთ, სატრანსფერო ფანჯარა ოფიციალურად
პირველ ივლისს გაიხსნება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ისე მგონი დროა წინ ევროპა წინ საუდეთით შეიცვალოს. . .
ნაპოლეონი
19:08 14-05-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული