![](https://sportall.ge/pictures/image5/8baad48f7bec7345fa296c64c65a7d80.jpg)
წყაროს ცნობით, აურელიო დე ლაურენტისი ხვიჩა კვარაცხელიას, ჯოვანი დი ლორენცოს, სირილ ნგონგეს, სტანისლავ ლობოტკას, ამირ რაჰმანის, მატიას ოლივერასა და ფრანგ ზამბო-ანგისას შენარჩუნებას გეგმავს.
გამოცემა ირწმუნება, რომ ზაფხულში ნეაპოლური კლუბისთვის პრიორიტეტული ხვიჩა კვარაცხელიასთან ხელშეკრულების გახანგრძლივება იქნება.
თითქმის გადაწყვეტილი ამბავია, რომ მომდევნო სეზონში ვიქტორ ოსიმენს "პარტენოპეის" რიგებში ვეღარ ვიხილავთ. დიდი ალბათობით, ნიგერიელი კარიერას "პარი სენ ჟერმენში" გააგრძელებს.