"ნაპოლის" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე შვიდი ხელშეუხებელი ფეხბურთელი ეყოლება, ამის შესახებ ინფორმაციას Repubblica ავრცელებს.
წყაროს ცნობით, აურელიო დე ლაურენტისი ხვიჩა კვარაცხელიას, ჯოვანი დი ლორენცოს, სირილ ნგონგეს, სტანისლავ ლობოტკას, ამირ რაჰმანის, მატიას ოლივერასა და ფრანგ ზამბო-ანგისას შენარჩუნებას გეგმავს.
გამოცემა ირწმუნება, რომ ზაფხულში ნეაპოლური კლუბისთვის პრიორიტეტული ხვიჩა კვარაცხელიასთან ხელშეკრულების გახანგრძლივება იქნება.
თითქმის გადაწყვეტილი ამბავია, რომ მომდევნო სეზონში ვიქტორ ოსიმენს "პარტენოპეის" რიგებში ვეღარ ვიხილავთ. დიდი ალბათობით, ნიგერიელი კარიერას "პარი სენ ჟერმენში" გააგრძელებს.
15:00 14-05-2024
"ეს 7 ფეხბურთელი ხელშეუხებელია" - ცნობილია, რომელი მოთამაშეების გასხვისებას არ გეგმავს დე ლაურენტისი
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 8 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
არ დაიღალეთ ერთი და იგივეს წერით?
39
0
დე ლაურენტისს გუნდის გადარჩენის იმედი აქვს და მგონი გუნებაშიც არ უშვებს,რომ თვითონ არის ის სიმძიმე,რომელიც ნაპოლის სძირავს.ყველამ გაიგო,მისი ამბავი და აღარავინ ენდობა.ის როგორც მეთაური,უკვე გუნდის მუხრუჭად გადაიქცა.მხოლოდ ახალ პრეზიდენტს ექნება შანსი,გუნდის კლიმატი გააჯანსაღოს და კვლავ აღმასვლის მუხტი მისცეს.მხოლოდ დროს ჰკარგავს.ყველა ზარალშია,თვითონ დე ლაურენტისის ჩათვლით.რაც მალე გადააბარებს პრეზიდენტის თანამდებობას,მით მეტი იქნება ნაპოლის კრიზისიდან სწრაფად გამოსვლის შანსი.
25
7
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული