"მწვრთნელს რამსდეილი, ბორდს კი მამარდაშვილი სურს" - ესპანური გამოცემა "ნიუკასლში" მომხდარ უთანხმოებაზე წერს

AutoSharing Option
ესპანურ მედიაში "ვალენსიას" მეკარის, გიორგი მამარდაშვილის შესახებ ჭორები არ წყდება და მას ყველაზე აქტიურად "ნიუკასლს" უკავშირებენ.

ერთი შეხედვით, ამაში უცნაური არაფერია, რადგან "კაჭკაჭების" "მამარდას" მიმართ დაინტერესებაზე ბრიტანული გამოცემებიც აქტიურად იუწყებოდნენ.

ესპანური Relevo-ს ინფორმაციით, "ნიუკასლის" ბორდსა და მთავარ მწვრთნელ ედი ჰაუს შორის ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობაა. ინგლისელ მწვრთნელს გუნდში "არსენალის" კარის დარაჯის, აარონ რამსდეილის მიწვევა სურს. "მეთოფეების" მეკარემ მიმდინარე სეზონში ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და კლუბის დატოვება გადაწყვეტილი აქვს.

"ნიუკასლის" ბორდისთვის კი მეკარის პოზიციაზე ნომერ პირველი სამიზნე გიორგი მამარდაშვილია. "ღამურების" რთული
ფინანსური მდგომარეობის გამო, დიდი ალბათობით, "ვალენსია" მის გაყიდვაზე უარს ვერ იტყვის.

გამოცემა ირწმუნება, რომ ესპანური კლუბი "მამარდას" მინიმუმ 35 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელევა, "არსენალი" კი რამსდეილში 30 მილიონ ევროს მოითხოვს.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს "ნიუკასლი", თუმცა, ნიკ პოუპის ხშირი ტრავმიანობის გათვალისწინებით, ეჭვგარეშეა, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე"კაჭკაჭები" ახალ კარის დარაჯს აუცილებლად დაიმატებს.

altგაირკვა, რა თანხას მოსთხოვს "ვალენსია" მამარდაშვილში "ნიუკასლს" - ქართველი ბარახამ შეაქო

მკითხველის კომენტარები / 8 /
არ დაუშვა გიო ჟორჟის შეცდომა, როცა გუნდის ბორდის წევრს უნდოდა და მწვრთნელს არა კი ვნახეთ რაც მოხდა, ისე მე ბორდის ადგილას მწვრთნელს დღესვე დავახვევინებდი მამარდაშვილს რომ რამსდეილს ამჯობინებს, თუმცა რა ჩვენი საქმეა, ადრე თუ გვიან გიო გადავა გრანდში, სიჩქარე არაა საჭირო.
ეეე
12:39 16-05-2024
1
იმედია მამარდა იქ არ გადავა, რადგან უკეთესის მოლოდინებია, მაგალითად მილანი, მენიოს წასვლის შემთხვევაში ან პსჟ დონარუმას წასვლის შემთხვევაში ან/და ატლეტიკო ო’ბლაკის წასვლის შემთხვევაში. სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ნიუკასლს ისევ ვალენსია ჯობია!
ლაშა
12:46 16-05-2024
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული