მოსკოვის "სპარტაკმა" გვაუწყა, რომ კლუბი წარმოშობით ქართველ მცველ გიორგი ჯიქიას კონტრაქტს აღარ გაუხანგრძლივებს და მიმდინარე სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებს.
ჯიქია "სპარტაკის" ფორმას 2016 წლიდან ირგებდა, 2019 წლიდან კი კაპიტანი გახლდათ.
მან ჯამში 214 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 5 გოლი გაიტანა.