"აიაქსის" მწვრთნელად 35 წლის ფარიოლი დანიშნეს

AutoSharing Option
"აიაქსის" მწვრთნელად 35 ფრანჩესკო ფარიოლი დანიშნეს, - ამის შესახებ ამსტერდამული კლუბი იტყობინება.

იტალიელ სპეციალისტს კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე გაუფორმეს და ის მუშაობას 11 ივნისიდან შეუდგება.

ფარიოლის ხელმძღვანელობით "ნიცამ" ლიგა 1-ში ჩემპიონატი მეხუთე ადგილზე დაასრულა. ის ადრე "ალანიასპორსა" და "ფათიხ კარაგიუმრუკს" ედგა სათავეში.

"აიაქსი" 2000 წლის შემდეგ პირველად ვერ მოხვდა ჩემპიონატის ტოპ ოთხეულში და ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.

შეგახსენებთ, გასულ წელს "აიაქსმა" გიორგი მიქაუტაძე შეიძინა,  მაგრამ თამაშის საშუალება არ მისცა და იჯარით "მეცში" დააბრუნა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
იტალიელი მწვრთნელი აიაქსში?თანაც დაცვითი ტაქტიკის თაყვანისმვემელი ნიცადან.სულ შეიშალა მსოფლიო...
Master
01:40 24-05-2024
0
აი ამან კი იცის მიქაუტაძის შესაძლებლობები
kesha
08:53 24-05-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული