მოდრიჩი: კარიერის დასრულება "რეალში" მსურს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ხორვატის თქმით, მას კარიერის დასრულება "სამეფო კლუბში" სურს.

"ყოველთვის ვამბობდი, რომ კარიერის დასრულება მადრიდის "რეალში" მსურს. თუმცა ვნახოთ, რა მოხდება.

თუ კარიერას მადრიდში დავასრულებ, ამით ჩემი ოცნება ახდება.

ფიზიკურად თავს შესანიშნავად ვგრძნობ და ჯერ კიდევ შემიძლია, რომ უმაღლეს დონეზე ვითამაშო. ჩემს ასაკზე ბევრი საუბრობს, მაგრამ თუ მოედანზე საკმარისად შრომობ, რატომ უნდა დაასრულო კარიერა?", - განაცხადა მოდრიჩმა Cope-სთან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, მოდრიჩს "რეალთან" მიმდინარე ხელშეკრულება სეზონის ბოლოს ეწურება. ხორვატი მზადაა, "ბლანკოსში" კიდევ ერთი სეზონის
გასატარებლად, ხელფასი გაინახევროს.

altმოდრიჩი მზადაა "რეალში" დარჩენის სანაცვლოდ ხელფასი გაინახევროს

altმოდრიჩის საიუბილეო - ლუკას მორიგი მიღწევა "რეალში"

altმოდრიჩი: ასეთი მატჩების მოგება "რეალის" დე-ენ-ემშია

მკითხველის კომენტარები / 2 /
კარგი რა, უკვე ნამეტანია რაული, კასილიასი და იერო, რონალდუ, გაუშვეს უბოდიშოთ და ეს რა გახდა.
ეეე
20:27 28-05-2024
1
წადი შე კაი კაცო ერთი წელი ბურთი ხოვატიაში გააგორე, გაახარე ხორვატები, მაინც და მაინც სტვენა უნდა დაგიწყონ მადრიდში?
grisha
15:10 28-05-2024
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული