"დიდი ხანია ფინანსურად უზრუნველყოფილი ვარ. ამიტომ აქ ფულის გამო არ მოვსულვარ. ყველა გადაწყვეტილება მივიღე შემდეგი ასპექტებიდან გამომდინარე: ოჯახი, საფეხბურთო პროექტი და მესამე ადგილზე ფული", - აქვეყნებს ჯერარდის სიტყვებს The Telegraph-ი.
"ლივერპულის" ლეგენდარული ფეხბურთელი "ალ-იტიფაქს" 2023 წლიდან მოყოლებული მოძღვრავს და მისმა გუნდმა გასულ სეზონში ჩემპიონატზე მე-6 ადგილი დაიკავა.