მსურველები აღარ ჰყავს - ოსიმენი წინადადებას არაბული კლუბებისგან ელოდება

AutoSharing Option
"ნაპოლის" ფორვარდის, ვიქტორ ოსიმენის მომავალი გაურკვეველია. La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ნიგერიელი წინადადებას ლონდონის "არსენალისა" და არაბული კლუბებისგან ელოდება.

წყაროს ცნობით, 25 წლის ფეხბურთელი პრემიერლიგაში თამაშზე ოცნებობს და "მეთოფეებში" გადასვლა მისთვის პრიორიტეტულია, თუმცა ლონდონელები მასში 130 მილიონის გადახდას არ აპირებენ და ამ პოზიციაზე, დიდი ალბათობით, "ლაიფციგიდან" ბენჟამინ შეშკოს გაიფორმებენ.

თავდაპირველად ბევრი იწერებოდა, რომ ოსიმენი კარიერას "ჩელსიში" გააგრძელებდა, თუმცა, ფაბრიციო რომანოს ცნობით, ჯერჯერობით "არისტოკრატები" მისი დამატების ვარიანტს არც კი განიხილავენ.

აურელიო დე ლაურენტისი ოსიმენის დათმობას 130 მილიონ ევროზე ნაკლებად არ განიხილავს.
შესაბამისად, დიდი შანსია, რომ მომდევნო სეზონში აფრიკელი ფორვარდი საუდის არაბეთის პროლიგაში ვიხილოთ.

ტრანსფერის შანსს ზრდის ისიც, რომ ოსიმენი"პარტენოპეის" ახალი მთავარი მწვრთნელის, ანტონიო კონტეს სამომავლო გეგმებში არ შედის. იტალიელ სპეციალისტს რომელუ ლუკაკუსთან მუშაობა სურს.

ვიქტორმა გასულ სეზონში "ნაპოლის" მაისურით ყველა ტურნირზე 32 მატჩი გამართა, თავი კი 17 გატანილი გოლითა და 4 საგოლე პასით გამოიჩინა.

alt"ნაპოლის" პრობლემა: პსჟ-ს "კვარა" სურს, ოსიმენი - არა

altდიდი გაცვლა და პლუს, თანხა? - ოსიმენის "ნაპოლიდან" წასვლის შესაძლო დეტალები

მკითხველის კომენტარები / 21 /
არადა თქვა ჯუღელმა ოსიმენს არაბულ ლიგაში ვხედავო და მაგრად დააყარეს
გორდი
03 ივნისი 2024 21:17
4
არადა ძაან მეეჭვება ნაპოლის 10 მილიონის გადახდა უნდოდეს ოსიმენისთვის ამ ზაფხულის მერეც.

აშკარად მარტო იმისთვის ქნეს რო, ერთმა ახალ გუნდში გაინაღდოს მინიმუმ 10მლნ და მეორემ გარანტირებულად 130 მლნ აიღოს გაყიდვით.

მარა უი ჩელსის არ ნდომებია))
nk
03 ივნისი 2024 17:00
3
მემგონი ჯუღელი მართალი იყო, წარმატებები ოსიმჰემს
გიო
03 ივნისი 2024 18:48
5
ამას წასვლა თუ უნდოდა ერთი წელი მაღალი ხელფასის გამო კონტრაქტი არ უნდა განეახლებინა ნაპოლისთან. ახლა დე ლაურენტისის ხელშია, 130 მილიონის გადამხდელი მსოფლიოში სულ რამდენიმე კლუბია. შედეგად ან ნაპოლი ან ჯუღელმა რაც თქვა :).
თუმცა თუ კვარა ნაპოლიში რჩება, მაშინ ოსიმენის ნაპოლიში დარჩენა მე პირადად გამიხარდება ძალიან!
Irakli
03 ივნისი 2024 15:40
6
ლავრენტამ იკითხოს თუ არა, ოსიმენი სად მიიღებს 10 მილიონიან ხელფასს სულ ერთია მაგისთვის.
ჟორა
03 ივნისი 2024 18:16
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული