"ლა ლიგიდან არ წავალ, რათა რასისტებმა ჩემს სახეს კიდევ დიდხანს უყურონ" - ვინისიუს ჟუნიორი

AutoSharing Option
"რეალის" ვარსკვლავმა ვინისიუს ჟუნიორმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მისი თქმით, ის ლა ლიგის დატოვებას არ გეგმავს და კარიერის გაგრძელება "რეალში" სურს.

"არასდროს მიფიქრია, რომ "რეალიდან" წავსულიყავი, რადგან ამ შემთხვევაში რასისტები გაიმარჯვებენ. აქ ვრჩები, რათა რასისტებმა ჩემი სახე უფრო და უფრო ხშირად დაინახონ.

გამბედაობა არ მაკლია, "რეალში" ვთამაშობ და უამრავ ტიტულს ვიგებთ, ეს ბევრ ადამიანს არ მოსწონს", - განაცხადა ვინისიუსმა.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში ბრაზილიელმა შემტევმა "რეალის" მაისურით ყველა ტურნირზე 39 მატჩი გამართა, თავი კი 24 გატანილი გოლითა და 11 საგოლე პასით გამოიჩინა.

alt

"რასიზმზე ვინისიუსის ამდენი საუბარი გამაღიზიანებელია" - "ურალის" მცველმა "რეალის" შემტევზე ისაუბრა

altვინისიუსი: მაშინ გავიმარჯვებთ, როდესაც რასისტებს სტადიონიდან პირდაპირ ციხეებში გადაიყვანენ

alt"მაშინ სად იყო "სანიმუშო ლიდერი", როცა ბრაზილიელმა პოლიციელებმა არგენტინელები სასიკვდილოდ გაიმეტეს?"- ჩილავერტმა ვინისიუსი გააკრიტიკა

მკითხველის კომენტარები / 15 /
ისა და ვინისიუს, ბელინგემს რატომ არ აბულინგებენ ან რუდიგერს? სნეგუროჩკა რომელია მაგათგან? მეტიც, რუდიგერი არ ვიცი და ბელინგემი ძალიანაც უყვართ და უმღერიან კიდეც. უბრალოდ არასასიამოვნო, პროვოკატორი და ცუდი ტიპი ხარ და ეგაა...
არტ
13:01 04-06-2024
1
გვარი გადაუკეთებია ვინის,მომავალი სეზონიდან ანუსიუსი იქნება,ისე ადრეც უნდა ექნა ეგ.
ტიჯანი ბაბანგიდა
07:42 04-06-2024
1

სიახლეები პოპულარული