"ლა ლიგიდან არ წავალ, რათა რასისტებმა ჩემს სახეს კიდევ დიდხანს უყურონ" - ვინისიუს ჟუნიორი

AutoSharing Option
"რეალის" ვარსკვლავმა ვინისიუს ჟუნიორმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მისი თქმით, ის ლა ლიგის დატოვებას არ გეგმავს და კარიერის გაგრძელება "რეალში" სურს.

"არასდროს მიფიქრია, რომ "რეალიდან" წავსულიყავი, რადგან ამ შემთხვევაში რასისტები გაიმარჯვებენ. აქ ვრჩები, რათა რასისტებმა ჩემი სახე უფრო და უფრო ხშირად დაინახონ.

გამბედაობა არ მაკლია, "რეალში" ვთამაშობ და უამრავ ტიტულს ვიგებთ, ეს ბევრ ადამიანს არ მოსწონს", - განაცხადა ვინისიუსმა.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში ბრაზილიელმა შემტევმა "რეალის" მაისურით ყველა ტურნირზე 39 მატჩი გამართა, თავი კი 24 გატანილი გოლითა და 11 საგოლე პასით გამოიჩინა.

alt

"რასიზმზე ვინისიუსის ამდენი საუბარი გამაღიზიანებელია" - "ურალის" მცველმა "რეალის" შემტევზე ისაუბრა

altვინისიუსი: მაშინ გავიმარჯვებთ, როდესაც რასისტებს სტადიონიდან პირდაპირ ციხეებში გადაიყვანენ

alt"მაშინ სად იყო "სანიმუშო ლიდერი", როცა ბრაზილიელმა პოლიციელებმა არგენტინელები სასიკვდილოდ გაიმეტეს?"- ჩილავერტმა ვინისიუსი გააკრიტიკა

მკითხველის კომენტარები / 15 /
გააგრძელე იმ გულშემატკივრების ლანძღვა, ვისი ფეხბურთის სიყვარულის გამო არსებობს La Liga, და გაგაგდებენ მალე, თუ არ წახვალ შენი ნებით.
რეალობა
15:07 03-06-2024
3
რატომ არავის სძულდა და აბულინგებდა პელე, რონალდინიოს, რივალდოს, ჯორჟ ვეას, კლარენს ზეედორფს, კლიუვერტს და კიდე უამრავს, იმიტომ, რომ კლიაუზნიკები არ იყვნენ, კანის ფერი არაფერ შუაშია, ხასიათს მიხედე.
ეეე
18:09 03-06-2024
3

სიახლეები პოპულარული