წყაროს ცნობით, "მანკუნიანელების" ხელმძღვანელებმა აღნიშნული გადაწყვეტილება დიდწილად იმის გამო მიიღეს, რომ ტენ ჰაგი ისეთ ახალგაზრდა ფეხბურთელებს, როგორებიც ალეხანდრო გარნაჩო და კობი მეინუ არიან, მაქსიმალურად განავითარებს.
შეგახსენებთ, "მანჩესტერ იუნაიტედმა" გასულ სეზონში პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში 60 ქულით მე-8 ადგილი დაიკავა და ინგლისის თასი მოიგო.