"აი, ამიტომ გადავწყვიტე "ტორპედოში" გადმოსვლა" - მამადუ სახოს ინტერვიუ

AutoSharing Option
ცნობილი ფრანგი ცენტრალური მცველი მამადუ სახო გუშინ ღამით საქართველოში ჩამოფრინდა, დღეს კი, სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ, ქუთაისის "ტორპედოს" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება.

"ლივერპულისა" და "პარი სენ ჟერმენის" ყოფილმა მოთამაშემ ჟურნალისტებთან ინტერვიუში იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც ქუთაისურ კლუბში თამაში გადაწყვიტა.

"კლუბის პრეზიდენტთან, გენერალურ დირექტორთან და მთავარ მწვრთნელთან საუბრის შემდეგ მივხვდი, რომ "ტორპედოს" დიდი ამბიციები აქვს, რაც ძალიან მომეწონა.

ფეხბურთის მეშვეობით ახალი ქვეყნისა და კულტურის გაცნობის შესაძლებლობა გაქვს. ჩემთვის საქართველოში ჩამოსვლა ახალი გამოწვევაა და გახარებული ვარ. ვფიქრობ, რომ ეს საინტერესო იქნება, რადგან
საკმაოდ ამბიციურ კლუბში მოვედი. გადაწყვეტილების მიღებისას მთავარი ფაქტორი სწორედ ეს იყო.

კარიერის განმავლობაში მოედანზე ყოველთვის 100%-ით ვიხარჯებოდი. ასე იქნება ახლაც. გულშემატკივარს მოვუწოდებ ჩვენს საგულშემატკივროდ მოვიდნენ, რადგან მათი ბედნიერებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ", - განაცხადა სახომ.

წყარო: FC Torpedo Kutaisi

alt"ის არა მარტო ტიტულების მოგებაში დაგვეხმარება, არამედ ამ საქმესაც შეითავსებს" - "ტორპედომ" სახოს ტრანსფერი დაადასტურა და ფეხბურთელობის გარდა, მისი სხვა საქმიანობაც გვამცნო

altსახოს "ტორპედოში" ტრანსფერი საბოლოოდ გადაწყდა - ცნობილია, რა პირობებით დაიყოლია ქუთაისურმა გუნდმა ცნობილი ფრანგი მცველი

alt"მამადუ სახო "ტორპედოში"? - რუსული მედია შოკშია


altსახომ მწვრთნელს სცემა და გუნდიდან გააგდეს


მკითხველის კომენტარები / 26 /
თბილისელი ვარ და მე მიხარია ტორპედოს განვითარება და რაც უფრო განვითარდება უფრო მეტად გამიხარდება, უბრალოდ ერთი რაღაც მაინტერესებს, ვინც დამცინავ კომენტარებს წერთ, ერთი თამაში მაინც გინახიათ ჩვენი ჩემპიონატის? სხვა ლიგებზე აღარ ვკითხულობ. ისეთი შტაბეჭდილება რჩება, რომ მარტო ერთი მიზნით შემოდიხართ აქ რომ ვინმეზე ცუდი თქვათ ან დაცინოთ.რამ გაგაბოროტათ და რამ დაგბოღმათ ესე ხალხი, იმის მაგივრად რომ წარმატება უსურვო დაცინით იმას ვინც თქვენზე ათასჯერ მეტი აქვს გაკეთებული და თქვენ უმეტესობა დილიდან ბოღმით დამძიმებულები იღვიძებთ და დილიდან იმას ფიქრობთ ვის რა დაუშავოთ. ესეთი ხალხი უკვე შეგაზიზღებს ამ საიტზე შემოსვლას იმის მაგივრად რომ კომენტარებში სპორტზე იყოს აზრთა გაცვლა გამოცვლა, ბოღმიანი კაცების საიტი გახდა აქაურობა
Xizana
20:18 13-06-2024
0
შურიანი ხალხის საყურადღებოდ მინდა დავწერო, ბოლო პერიოდია ვაკვირდები და ძალიან ბევრი შურიანი ბოჱმიანი ადამიანების კომენტარები მხვდება ამ ფორუმზე. რატო იმყრალებთ პირს იმის მაგივრად რო მივულოცოთ ტორბბედოს უმაგრესი სპონსორი რო ყავს, რატო ილანძღებით იმის გამო რო თბილისში 70 000 ტევადობის სტადიონი შენდება, რატო ღლიცინებთ ნაკრების ღია ვარჯიშზე სტადიონი რო გადაივსო, იქნებ იმიტო ხო არა რო არშემდგარი პიროვნებები ხართ და დედიკოს ბიჭები, თქვენ ხოარ ხართ შემთხვევით ის ხალხი ცოლები და დედები ემიგრაციაში რო გყავთ გაგზავნილი სამუშაოდ და გზავნილს ელოდებით სიგარეტი რო იყიდოთ? https://m.youtube.com/watch?v=IZPC0ont1dY&pp=ygUv4YOZ4YOQ4YOu4YOYIOGDmeGDkOGDleGDoeGDkOGDq-GDlCDhg6jhg6Phg6Dhg5g%3D აი ბოლოს ამას მოუსმინეთ მაინც ❤️
ბათუმის დინამო
15:33 13-06-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული