"როდესაც ის გასახდელში საუბარს იწყებდა, მეც კი ვჩუმდებოდი" - გვარდიოლამ ყოფილი შეგირდი გამოარჩია

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ Bein Sports-თან ინტერვიუში "ბარსელონას" ნახევარმცველის, ილქაი გიუნდოგანის შესახებ ისაუბრა.

პეპის თქმით, როდესაც ილქაი "ქალაქელების" რიგებში თამაშობდა, გასახდელში განსაკუთრებული ავტორიტეტით სარგებლობდა.

"სალათისთვის ზეითუნის ზეთი რომ დამჭირვებოდა, შემეძლო უბრალოდ წავსულიყავი და გიუნდოგანისთვის მეთხოვა. შესანიშნავი სპორტსმენია, ხმაური არ უყვარს და წვეულებებს არასდროს მართავს. მას შემდეგ, რაც ჩემპიონთა ლიგა მოვიგეთ, ერთი ბოთლი შამპანური ავიღე და ოჯახთან ერთად მასთან მივედი.

ილქაი იშვიათად საუბრობდა, მაგრამ თუ ლაპარაკობდა, ყველა უსმენდა. ასეთ დროს მეც კი ვჩუმდებოდი. ის ძალიან ჭკვიანი მოთამაშეა, ერთ-ერთი ყველაზე
ინტელექტუალური ფეხბურთელია, ვინც კი აქამდე გამიწვრთნია. ჩვენი წარმატების მთავარი გასაღები სწორედ გიუნდოგანი იყო.

არსებობენ მოთამაშეები, რომლებსაც სისწრაფე ან შესანიშნავი დარტყმა აქვთ, მაგრამ ის, რაც გიუნდოგანს განსაკუთრებულს ხდის, მისი ინტელექტია. ყოველთვის ზუსტად იცის, რა სჭირდება გუნდს და ზეწოლის მიუხედავად, მუდამ სწორ გადაწყვეტილებებს იღებს.

ილქაისთან ერთად მატჩის განხილვა ძალიან სასიამოვნო იყო, რადგან მას მცირე დეტალების დანახვაც შეუძლია. დარწმუნებული ვარ, რომ ერთ დღეს დიდი მწვრთნელი გახდება", - განაცხადა გვარდიოლამ გიუნდოგანზე.

შეგახსენებთ, ილქაი "მანჩესტერ სიტის" ღირსებას 2016/2023 წლებში იცავდა, შემდეგ კი თავისუფალი აგენტის სტატუსით "ბარსელონას" შეუერთდა.

altხელმძღვანელობის თხოვნის მიუხედავად - გვარდიოლა "სიტის" 2025 წელს დატოვებს

altგვარდიოლამ თავისი აზრით ინგლისის ისტორიაში საუკეთესო კლუბი დაასახელა

alt"წასვლასთან უფრო ახლოს ვარ, ვიდრე დარჩენასთან" - გვარდიოლამ "სიტის" 2025 წელს დატოვება დააანონსა

მკითხველის კომენტარები / 3 /
გერმანიის ნაკრების კაპიტანია კაცი, ამით ყველაფერია ნათქვამი.
ლევანი
00:03 15-06-2024
1
კარგი პიროვნებაა და მაგიტომაც უსმენდა ყველა, ძალიან ჭკვიანია და მაგარ პასებს ჩითავ იტოგში ძალიან მაგარი თეხბურთელია .საღოლ ბიჭი მაგარი ხარ ძაან
კაკო
13:52 14-06-2024
1

სიახლეები პოპულარული