ლეგენდარულმა რონალდინიო გაუჩომ სოციალურ ქსელში ბრაზილიის ნაკრები გააკრიტიკა. მისი თქმით, "სელესაოს" თამაშებს აღარ უყურებს, რადგან ფეხბურთელები სათანადოდ არ იხარჯებიან.
"კოპა ამერიკაზე ბრაზილიის ნაკრების თამაშების ყურებას აღარ ვაპირებ. მათ მოგებასაც კი არ აღვნიშნავ.
საკმარისია, ბრაზილიის ნაკრების თამაშისთვის თვალის მიდევნება უამრავ ადამიანს უყვარს, თუმცა ამის გაკეთება შეუძლებელი ხდება.
სამწუხაროდ, ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე სუსტს "სელესაოს" ვუყურებთ, ლიდერების გარეშე და საშუალო დონის ფეხბურთელებით.
თითქოს მოთამაშეები მოედანზე ყოფნით სიამოვნებას ვერ იღებენ, სიმართლე გითხრათ, ასეთი რამ არასდროს მინახავს. სირცხვილია, მათი პერფორმანსი მიუღებელია", - განაცხადა რონალდინიომ.
შეგახსენებთ, კოპა ამერიკა 20 ივნისს დაიწყება, ჯგუფურ ეტაპზე ბრაზილიის ნაკრების მეტოქეები კი კოლუმბია, პარაგვაი და კოსტა-რიკა იქნებიან.
კასილასი: იამალი მხოლოდ რონალდინიოს მაგონებს
"სინამდვილეში, რონალდინიოს ყიდვას ვაპირებდით, ფერგიუსონი სრულიად განადგურებული იყო..." - ფერდინანდმა გაიხსენა, როგორ შედგა კრიშტიანოს ტრანსფერი "მანჩესტერ იუნაიტედში"
რონალდინიოს სჯერა, რომ მესი მერვე "ოქროს ბურთს" მოიგებს