ფინიდმა კი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ნიგერიის ბენინთან (1:2) მარცხში ვიქტორ ოსიმენი დაადანაშაულა, რადგან ტრავმის გამო ვიქტორმა ნაკრებიდან წასვლა მოითხოვა.
"ოსიმენს თხოვნას ვერ დავუწყებ იმის გამო, რომ ნაკრებში ითამაშოს", - განაცხადა ფინიდმა ბენინთან მატჩის შემდეგ.
აღნიშნულ განცხადებს ვიქტორ ოსიმენმა უპასუხა.
"ამ ადამიანის მიმართ პატივისცემა დავკარგე. ყველა თავს რატომ მესხმის? მიუხედავად ნაკრებში მიღებული არაერთი ტრავმისა, ყოველთვის ვცდილობდი, რომ ჩემს ქვეყანას მაქსიმალურად დავხმარებოდი ახლა კი მარცხს ყველა მე მაბრალებს.
როდესაც ტრავმის შესახებ ფინიდის ვესაუბრე, ჩვენი ლაპარაკი ჩავიწერე. რადგან ვიცოდი, რომ სიტუაციის გამოყენებას ჩემ საწინააღმდეგოდ ეცდებოდნენ, იცოდეთ, ჩანაწერს გამოვაქვეყნებ", - განაცხადა ოსიმენმა.
ნიგერია 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე 4 ჩატარებული მატჩის შემდეგ 5 ქულით, ჯგუფში ბოლოსწინა, მე-5 ადგილს იკავებს.
ოსიმენის მყიდველი არავინაა და აგენტი დარჩენას ურჩევს
ახლა ოსიმენი, გაისად კვარაცხელია - დე ლაურენტისი პარიზში მოსალაპარაკებლად მიდის
ვიცოდი რომ ფურუნკული იყო და დროის ამბავი იყო მისი გასკდომა
ჯერ სადა ხართ, აწი უყურეთ მაგის ისტერიკებს