"ანჩელოტიმ საქართველოსთან მატჩის წინ დამირეკა და ეს მითხრა" - არდა გიულერი

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები თურქეთთან 1:3 დამარცხდა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე თურქების შემტევი ნახევარმცველი არდა გიულერი გახდა. 19 წლის ფეხბურთელმა 65-ე წუთზე საჯარიმოს გარედან ლამაზი გოლი გაიტანა და საკუთარი ნაკრები წინ გაიყვანა.

შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან ინტერვიუში გიულერმა განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრებთან მატჩამდე "რეალის" მწვრთნელს, კარლო ანჩელოტის ესაუბრა.

"კარლო ანჩელოტიმ მატჩამდე დამირეკა და წარმატება მისურვა. ზოგადად, "რეალიდან" ყველა ძალიან მამხნევებს და ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს", - განაცხადა გიულერმა.

შეგახსენებთ, თურქეთის ნაკრებისა და "ბლანკოსის" ფეხბურთელი კრიშტიანო რონალდოს შემდეგ ყველაზე
ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის სადებიუტო მატჩში გოლის გატანა მოახერხა.

altევრო 2024-ის ყველაზე სანახაობრივ მატჩში საქართველოს ნაკრებმა თურქეთთან დასანანი მარცხი განიცადა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 17 /
გადააკუკეთ ერთმანეთს ორივემ:)
გიო9
18 ივნისი 2024 23:40
3
ბედნიერი ვარ როცა საფეხბურთო ღმერთების გარეშე და იღბალის გარეშე ასე მაგრად ვითამაშეთ, რას იზამ გულერ 75 მილიონი ლოცულობდა არ წაგეგოთ
აჩი
18 ივნისი 2024 23:32
2
მართლა მაგარი გაიტანა,წარმოიდგინეთ ვინმე ჩვენიანს რომ გაეტანა ასეთი რა დღეში ვიქნებოდით...ერთხელ მიეცა სივრცე დასარტყმელად და ასეთი შეასრულა 19 წლის ბიჭმა....
Master
18 ივნისი 2024 23:29
0
მერე რა, ბევრი ქართველი მაინც რეალს ქომაგობს.
ყიფიანი მოკლეს მაგათ? მერე რა, მაინც ქომაგობს.
მამაძაღლ რუსებსაც კი ქომაგობს ბევრი. ეგეთი ხალხი ვართ.
O3
18 ივნისი 2024 23:13
20
40 წელია რეალის ქომაგი ვარ და რადგან გულერმა გოლი გაგვიტანა შენის აზრით ბარსას უნდა ვუქომაგო ეხლა? ვერ მივხვდი, რაღაც უაზრო კომენტარი გააკეთე, საერთოდ რა კავშირში იყო ერთი მეორესთამ
მამუკა
18 ივნისი 2024 23:30
12
წადი რა ბიძია ბურთს თუ გამაჩერებინებენ დამამიზნებინებენ, 5 მეტრის რადიუსში კაცი თუ არ დამიდგება მეც ქე შევაგდებ.დ
ეეე
18 ივნისი 2024 23:03
22

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული