"ანჩელოტიმ საქართველოსთან მატჩის წინ დამირეკა და ეს მითხრა" - არდა გიულერი

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები თურქეთთან 1:3 დამარცხდა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე თურქების შემტევი ნახევარმცველი არდა გიულერი გახდა. 19 წლის ფეხბურთელმა 65-ე წუთზე საჯარიმოს გარედან ლამაზი გოლი გაიტანა და საკუთარი ნაკრები წინ გაიყვანა.

შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან ინტერვიუში გიულერმა განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრებთან მატჩამდე "რეალის" მწვრთნელს, კარლო ანჩელოტის ესაუბრა.

"კარლო ანჩელოტიმ მატჩამდე დამირეკა და წარმატება მისურვა. ზოგადად, "რეალიდან" ყველა ძალიან მამხნევებს და ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს", - განაცხადა გიულერმა.

შეგახსენებთ, თურქეთის ნაკრებისა და "ბლანკოსის" ფეხბურთელი კრიშტიანო რონალდოს შემდეგ ყველაზე
ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის სადებიუტო მატჩში გოლის გატანა მოახერხა.

altევრო 2024-ის ყველაზე სანახაობრივ მატჩში საქართველოს ნაკრებმა თურქეთთან დასანანი მარცხი განიცადა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 17 /
ყოჩაღ ჩაკვეს ქოჩორას და მიქაუტაძეს
იოანე
19 ივნისი 2024 14:04
1
Რამდენი ხანია ეგ გვესმის.თქვენ და თქვენისთანა სექტანტებმა დაღუპეს ეგ ბიჭი.შენ გუშინ დაიწყე ფეხბურთის ყურება და იცი რამდენი მინახია მაგისთანა ,,კვარადონა" და ,,პელე"?
მაოს
19 ივნისი 2024 09:04
4
Აი ვინ არი ვარსკვლავი.მომავალ თამაშშიც თუ ჩაკვე გამოცვალა და ,,კვარადონა"დატოვა ალბათ რაღაც უკმაყოფილებაც იქნება ჩაკვესგან.ნაკრების უდაო ლიდერად ყალიბდება ქოჩორა და ჩაკვე.
იმდღეს იმ პრედლაჟენია კაცის და მამის ინტერვიუს უყურე.რაები აბრახუნეს,რა ილაპარაკეს...მგონი დაეშვებიან მიწაზე
jordan beli
19 ივნისი 2024 06:54
11
Პირდაპირ თქვი-კვარადონას რო გაეტანა რა დღეში იქნებოდა კვარამადიდებლები. Მიწაწყალო მე მგონი საქართველოს ნაკრების მომავალი კაპიტანი უნდა იყოს გუნდის უპირობო ლიდერი ქოჩორა.ქოჩორა არი ის ფეხბურთელი ვის გარშემოც უნდა ჩამოყალიბდეს მომავალი ნაკრები.აი კვარადონა კი...შეიძლება მოვიდეს მწვრთნელი რომელიც არც კი გამოიძახებს ნაკრებში
Მასტერს
19 ივნისი 2024 06:46
14
სულ მალე ხვიჩა აგაწკმუტუნებთ სირცხვილისგან,თქვე უმადურებო თქვენა!
მაო
19 ივნისი 2024 08:16
4
გააზრებული თამაშისთვისო?
Nadved-ს
19 ივნისი 2024 01:33
0
ესაა მონდომებული და წარმატებული ბავშვი, განსხვავებით ჩვენი მზეჭაბუკისა, რომელიც გადაძღა და დაიკიდა ყველაფერი.
გიო
19 ივნისი 2024 01:05
11
მოკლედ,რომელ გუნდშიც „მოხუცი" და ბავშვი იყო,ყველას ჩვენთან მოეცა სატრაბახო.რა ბედი გვაქვს?
თამაზი
19 ივნისი 2024 00:38
0
ქართველიც იტანს მასეთ გოლებს მაგრამ ასე შეუთვალეს ევროზე მასეთ გოლებს ვინ გაგატაინებსო... თურმე ევროზეც გადის....არაბიძე ნაკრებში!!!
roni
19 ივნისი 2024 00:13
6
ამ კაცს ეხერხება მოცემული ადგილიდან განუმეორებელი დარტყმა.სხვა დროს ბევრი აუღებს.
ილია
19 ივნისი 2024 00:11
0
მოკლედ თურქეთის მხრიდან ორი გოლი ფაქტიურად კარიერის საუკეთესო გავარდნა გამოუვიდათ ორივეს, ჩვენ კიდე 3 ძელი, კარის ხაზიდან გამოტანილი ბურთი და კიდევ რამდენი რამ. მოკლედ ხანდახან არის თამაშები საკუთარ თავსაც რო გადაახტე უბრალოდ შენი დღე არ არის. ბიჭებს მადლობა გააზრებული თამაშისთვის
nedved
19 ივნისი 2024 00:02
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული