"უფალმა მე ამირჩია, ეს ზეციური საჩუქარია" - მესი თავის საფეხბურთო ნიჭზე

AutoSharing Option
ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ ხუან პაბლო ვარსკის "პოდკასტში" სტუმრობისას თავის ნიჭზე ისაუბრა.

როგორც მაიამის "ინტერის" შემტევმა განაცხადა, ეს მისთვის ღვთის საჩუქარია და ღმერთმა სწორედ ის აირჩია.

"ჩემთვის სრულიად გასაგებია, რომ ასეთი დავიბადე. ღმერთმა მე ამირჩია. ეს იყო საჩუქარი, რომელიც ზეციდან მომცეს.

ყოველთვის განსხვავებული ვიყავი. ხალხი ჩემ სანახავად მოდიოდა და მიზეზს ვერ ვხვდებოდი. ამის გაანალიზება ასაკის მატების შემდეგ დავიწყე.

რა თქმა უნდა, ვცდილობდი, გამომეყენებინა ნიჭი, ვცდილობდი, მისგან მაქსიმუმი მიმეღო, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ არაფერი გამიკეთებია იმისთვის, რომ გავმხდარიყავი ის ფეხბურთელი,
რომელიც უკვე პატარაობისას ვიყავი", - თქვა მესიმ.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 6 /
ლეო! გეყოს "ნამეტანი თავმდაბლობა"! შეიძლება ადამიანი დაიბადოს უნიჭიერესი, მაგრამ ეს ნიჭი ვერ გამოიყენოს (ნეიმარი). ერთ რამეში გეთანხმები, შენ მართლაც ღმერთის რჩეული ხარ, რადგანაც პატარაობიდანვე ისე წაიყვანე შენი ბრწყინვალე საფეხბურთო კარიერა, რო ამ დონემდე თამაშს ბევრი ვერც გაუძლებდა! აგერ უკვე რამდენი ხანია შენი გულშემატკივარი ვარ და ყოველი შენი ნათამაშები თამაში, მინი ზეიმია ჩემთვის, ამიტომაც უყვარხარ ლამის ნახევარი მსოფლიოს ფანებს!
გია
11:44 26-06-2024
1
ღმერთს ფეხბურთის თამაში უნდოდა და მესის საშუალებით გააკეთა ეს
ქართველი
13:16 26-06-2024
11
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული