ორი იტალიური კლუბი გიორგი ქოჩორაშვილის დამატებით დაინტერესდა

AutoSharing Option
ევრო 2024-ზე შთამბეჭდავად ასპარეზობის შემდეგ "ლევანტეს" ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი იტალიური კლუბების სატრანსფერო სამიზნეა.

La Stampa-ს ცნობით, გიორგის დამატებით "ლაციო" და "ტორინო" ინტერესდებიან.

გამოცემის ინფორმაციით, "არწივები" ფეხბურთელისთვის ბრძოლაში ფავორიტია და მოთამაშის აგენტთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს. ქოჩორაშვილის გარდა, "ლაციო" ლოუმ ჩაუნას (სალერნიტანა), ტიჯანი ნოსლინისა (ვერონა) და ფისაიო დელე-ბაშირუს (ჰატაისპორი) დამატებას განიხილავს. თუმცა კლაუდიო ლოტიტოს სურს, რომ გიორგი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მისი გუნდის პირველი შენაძენი გახდეს.

ჯერჯერობით უცნობია, რა თანხას მოითხოვს "ლევანტე" გიორგი ქოჩორაშვილის სანაცვლოდ.

შეგახსენებთ, "ტორინოში" კიდევ ერთი ქართველი, საბა საზონოვი ირიცხება.

25 წლის ფეხბურთელს ესპანურ კლუბთან კონტრაქტი 2027 წელს ეწურება.

alt"ლევანტემ" ქოჩორაშვილის გაყიდვა საბოლოოდ გადაწყვიტა - ქართველი ფეხბურთელი უკეთეს გუნდს იმსახურებს

alt"მამარდას" კარიდან გამოყვანა ამის მაგალითი იყო" - რას აცხადებს გიორგი ქოჩორაშვილი?

altსაუკეთესო ქოჩორაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს "ჯვაროსნებმა" თურქეთთან მატჩში?

მკითხველის კომენტარები / 14 /
ტორინო რაღაცნაირი გუნდია რა რო იტყვიან არც წყალი და არც ღვინო, ლაციო მართლა კარგი იქნება გიოსთვის, თან შემტევ ფეხბურთს თამაშობს ლაციო და ევროთასებზეც არის სულ
გოგა
16:16 01-07-2024
0
იმედია ქოჩორა ლაციოში გადავა. ძალიან კარგად ჩაატარა ევროპა და აუვცილებლად კარგ კლუბში უნდა მოხვდეს ჩვენი ქოჩორა. წარმატება ქოჩორას.
G.LA
17:27 01-07-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული