რონალდო: ეჭვგარეშეა, ეს ჩემი ბოლო ევროპის ჩემპიონატია

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში პორტუგალიის ნაკრებმა სლოვენია თერთმეტმეტრიანების სერიაში დაამარცხა.

მატჩის დასრულების შემდეგ პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა კრიშტიანო რონალდომ ჟურნალისტებთან საუბარში დაადასტურა, რომ ეს მისი ბოლო ევროპის ჩემპიონატია.

"ეჭვგარეშეა, ეს ჩემი ბოლო ევროპის ჩემპიონატია. ეს ყველაფერი ჩემს ენთუზიამზე უარყოფითად არ მოქმედებს. გულშემატკივრებს გაცუდებული პენალტის გამო ბოდიშს ვუხდი, ამ მაისურისთვის ყოველთვის ბოლომდე დავიხარჯები", - განაცხადა რონალდომ.

შეგახსენებთ, ევრო 2024-ის მეოთხედფინალში პორტუგალიის ნაკრები საფრანგეთს დაუპირისპირდება. შეხვედრა 5 ივლისს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

altრონალდოს გამოუყენებელი პენალტი და დოუგუ კოშტას გმირობა - პორტუგალიამ სლოვენიას თერთმეტმეტრიანების სერიაში

სძლია [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 11 /
არა კაცო შენ და მესიმ 60 წლამდე უნდა ითამაშოდ :)
NO
06 ივლისი 2024 16:51
0
რონალდო და მესი არიან თანამედროვეობის უდიდესი ვარსკვლავები.უდიდესი ფეხბურთის ოსტატები და უდიდესი სპორტსმენები.ისე გაიარეს თავისი სპორტული კარიერა, რომ ორივე არის სამაგალითო ყველა მომავალი თაობის ფეხბურთელისთვის.ყოველწლიურად ორივე იყო საუკეთესო ფორმაში და ორივესგან მაყურებელი მუდამ სასწაულს ელოდა. მარტო ის რად ღირს, რომ კარიერის განმავლობაში არცერთი სერიოზული ტრამვა არ დამართვიათ, რაც იმის მანიშნებელია თუ რა დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან თავის საქმეს. ბევრი კარგი ფეხბურთელი არსებობდა და ეხლაც არის, მაგრამ ყოველწლიურად ამდენი ხნის განმავლობაში ჩაატარო70-75 თამაში, ყოველთვის მაღალ დონეზე და კიდე გწყუროდეს გამარჯვება,ეს დიდი რამეა.საუბედუროდ ჩვენს დიდ სპორტსმენებს,რომ წამდაუწუმ ტრამვები დასდევს, ზუსტად მათი საქმისადმი დამოკიდებულების ბრალია.სადაც გღალატობს ფიზიკური და ემოციური მომზადება,იქ იწყება ტრამვები და კარიერის დასასრული.
Walter White
06 ივლისი 2024 02:16
0
არადა არ მინდა რომ თავი დაანებოს თამაშს. ფეხბურთის მეფეა დღეს.
დავით 67
03 ივლისი 2024 07:43
1
Ალ იტილო კრისტინა
Master
02 ივლისი 2024 19:36
12
შენი თავი აიგდე მასხრად
ელზა
04 ივლისი 2024 04:23
0
ძალიან გულდასაწყვეტია ასეთ ფეხბურთელზე და ადამიანზე რომ ასე საუბრობ
ქართველი
02 ივლისი 2024 21:46
0
ჩემთვის #-1 ყოველთვის მესი იქნება, მაგრამ CR7 ლეგენდაა ყველა თაობის გულშემატკივრისთვის, მისი ნიჭი, თავდადება საქმისადმი და ეროვნული მაისურისთვის. ძალიან დიდია და ჩვენ უბრალო მოკვდავებმა ყველაფრისთვის მადლობა უნდა ვუთხრათ ღმერთს, რომ ამ ორი ლეგენდის ეპოქაში ვცხოვრობთ.
ზაკო
02 ივლისი 2024 15:32
2
ყველაზე მაგარი ის იყო რომ გაფუჭებული პენალტის და ამხელა ემოციის შემდეგ გადამწყვეტ მომენტში ისევ თვითონ მივიდა პირველი პენალტის დასარტყმელად, ეს არის ზუსტად ლიდერის თვისება, ამ დროს ყალიბდება ადამიანში ლიდერი, რო ეცემი და წამოდგები აი მაშინ ხარ ზუსტად მაგარი. ხვიჩა ალბათ ნახავდა ამ მომენტს და ეს უნდა გადაიღოს თავის კუმირისგან, მახსოვს ნაპოლიში ერთხელ რომ გააფუჭა პენალტი, მერე აღარ ურტყავდს. სითამამე აკლუა ჩვენს ბიჭს, იმედია ამასაც გადალახავს. ნათქვამია შიში ვერ იხსნის სიკვდილსაო
მამუკა
02 ივლისი 2024 14:24
0
და არ გამორიცხა რომ მსოფლიოზე იქნება :)
d
02 ივლისი 2024 12:34
0
ეს ცრემლები უნდა ნახოს ყველა ბავშვმა ვისაც ფეხბურთის თამაში უნდა. ამ დონის მეგავარსკვლავი ისე განიცდის როგორც პატარა ბიჭი. ესაა ქვეყნის და საქმის სიყვარული, ესაა უსაზღვრო პროფესიონალიზმი. გეგონება ახლა იწყებს კარიერას. ყოჩაღ რონალდო მისაბაძი ხარ.
ქომაგი
02 ივლისი 2024 12:14
0
პროფესიონალიზმის ეტალონი ხარ რონი !
ობლაკი
02 ივლისი 2024 10:38
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული