რონალდო: ეჭვგარეშეა, ეს ჩემი ბოლო ევროპის ჩემპიონატია

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში პორტუგალიის ნაკრებმა სლოვენია თერთმეტმეტრიანების სერიაში დაამარცხა.

მატჩის დასრულების შემდეგ პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა კრიშტიანო რონალდომ ჟურნალისტებთან საუბარში დაადასტურა, რომ ეს მისი ბოლო ევროპის ჩემპიონატია.

"ეჭვგარეშეა, ეს ჩემი ბოლო ევროპის ჩემპიონატია. ეს ყველაფერი ჩემს ენთუზიამზე უარყოფითად არ მოქმედებს. გულშემატკივრებს გაცუდებული პენალტის გამო ბოდიშს ვუხდი, ამ მაისურისთვის ყოველთვის ბოლომდე დავიხარჯები", - განაცხადა რონალდომ.

შეგახსენებთ, ევრო 2024-ის მეოთხედფინალში პორტუგალიის ნაკრები საფრანგეთს დაუპირისპირდება. შეხვედრა 5 ივლისს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

altრონალდოს გამოუყენებელი პენალტი და დოუგუ კოშტას გმირობა - პორტუგალიამ სლოვენიას თერთმეტმეტრიანების სერიაში

სძლია [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 11 /
პროფესიონალიზმის ეტალონი ხარ რონი !
ობლაკი
10:38 02-07-2024
1
ეს ცრემლები უნდა ნახოს ყველა ბავშვმა ვისაც ფეხბურთის თამაში უნდა. ამ დონის მეგავარსკვლავი ისე განიცდის როგორც პატარა ბიჭი. ესაა ქვეყნის და საქმის სიყვარული, ესაა უსაზღვრო პროფესიონალიზმი. გეგონება ახლა იწყებს კარიერას. ყოჩაღ რონალდო მისაბაძი ხარ.
ქომაგი
12:14 02-07-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული