სანე: გერმანია და ესპანეთი ევრო 2024-ზე საუკეთესო ფეხბურთს აჩვენებენ

AutoSharing Option
5 ივლისს, ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში, ტურნირის მასპინძელი გერმანია ესპანეთს დაუპირისპირდება. მატჩამდე "ბუნდესნაკრების" შემტევმა ლეროი სანემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"ვფიქრობ, გერმანია და ესპანეთი ევრო 2024-ზე საუკეთესო ფეხბურთს აჩვენებენ. მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში ფანები ამ მატჩს მოუთმენლად ელოდებიან.

ესპანელები მეტოქეს ხშირად უტევენ, თუმცა თამაშის ამგვარ სტილს უარყოფითი მხარეც აქვს, მათ თავისუფალი სივრცეები რჩებათ. იმედია, შანსებს გამოვიყენებთ", - განაცხადა სანემ.

შეგახსენებთ, გერმანიისა და ესპანეთის დაპირისპირება 5 ივლისს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული