"ვფიქრობ, გერმანია და ესპანეთი ევრო 2024-ზე საუკეთესო ფეხბურთს აჩვენებენ. მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში ფანები ამ მატჩს მოუთმენლად ელოდებიან.
ესპანელები მეტოქეს ხშირად უტევენ, თუმცა თამაშის ამგვარ სტილს უარყოფითი მხარეც აქვს, მათ თავისუფალი სივრცეები რჩებათ. იმედია, შანსებს გამოვიყენებთ", - განაცხადა სანემ.
შეგახსენებთ, გერმანიისა და ესპანეთის დაპირისპირება 5 ივლისს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.