იტალიელმა სოციალური ქსელის მეშვეობით ვიდეოც გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ მოსკოვში მიდის.
"გამარჯობა. მე მარკო მატერაცი ვარ, 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონი. მალე მოსკოვში გნახავთ. შეხვედრამდე", - ამბობს მატერაცი.
ინფორმაციისთვის, რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და ომის დაწყების შემდეგ რუსეთის საფეხბურთო ნაკრები საერთაშორისო ტურნირებიდან მოკვეთილია.