ლუკაკუ ნეაპოლში სახლს ეძებს - რა ბედი ეწევა ოსიმენს?

AutoSharing Option
"ნაპოლი" "ჩელსისთან" რომელუ ლუკაკუს თაობაზე აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს, ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი პაოლო ბარგიჯა ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ბელგიელი ფორვარდი "პარტენოპეის" ახალ მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტესთან მუშაობა ძალიან სურს და ნეაპოლში უკვე სახლს ეძებს.

როგორც ჟურნალისტი ირწმუნება, "ნაპოლი" "ჩელსის" 30 მილიონ ევროს გადაუხდის.

ლუკაკუს "პარტენოპეიში" ტრანსფერი კი იმის მანიშნებელია, რომ დე ლაურენტისი ვიქტორ ოსიმენს ძალიან მალე გაასხვისებს. ნიგერიელს კარიერის გაგრძელება პრემიერლიგაში სურს, თუმცა "არსენალმა" და "ჩელსიმ" მის სანაცვლოდ 130 მილიონი ევროს გადახდაზე უარი თქვეს, რაც იმას ნიშნავს, რომ დიდი
ალბათობით, ოსიმენი საუდის არაბეთს მიაშურებს.

იტალიური გამოცემების თანახმად, "ალ ჰილალი" მზადაა ვიქტორის გამოსასყიდი თანხა გადაიხადოს.

შეგახსენებთ, ლუკაკუმ გასული სეზონი იჯარის წესით "რომაში" გაატარა.

altოსიმენი "ალ ჰილალში", ლუკაკუ კი - "ნაპოლიში"

მკითხველის კომენტარები / 4 /
ეგ არის ფეხბურთი დღეს უდოდესი ბიზნესი და თანამედროვე ხალხით ვაჭრობა. თამაშობ მაფიოზი ლაურენტისის გუნდში და ეხვეწები იაფად გამყიდე მოსაწონ გუნდში რომ წავიდეო ამ დროს ლაურენტისს ფული ურჩევნია და სულარანაღვლებს ოსიმენი არაბეთში ითამაშებს თუ ევროპაში . თანამედროვე ვაჭრობა ხალხით
ტოტტი
14:02 06-07-2024
1
კვარა, ოქრო ადამიანო, ADL-სთან არ გაახანგრძლივო. პსჟ-სთან ერთგულების ბონუსი წერილობით შეათანხმე და თანხას აინაზღაურებ, მეტსაც მიიღებ. ADL-იც ულტიმატუმებით ვეღარ დაგელაპარაკება.
Რაგბის ფანი
21:39 06-07-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული