კაცნაკლულმა ურუგვაიმ ბრაზილიას სძლია და კოპას 1/2-ფინალში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 7 ივლისის გამთენიისას კოპა ამერიკის 1/4-ფინალური შეხვედრები გაიმართა. კოლუმბიამ პანამა 5:0 გაანადგურა, ხოლო ურუგვაიმ ბრაზილიას პენალტების სერიაში მოუგო.

ბრწყინვალე ტურნირს ატარებს კოლუმბიის ნაკრები, რომლის მორიგი მსხვერპლიც პანამის ეროვნული გუნდი გახდა. კოლუმბიელებმა საქმე, ფაქტობრივად, პირველ ტაიმში მოამთავრეს და საწყის 45 წუთში მეტოქეს 3 გოლი გაუტანეს. შესანიშნავი მატჩი ჩაატარა ხამეს როდრიგესმა, რომელმაც 1 გოლი გაიტანა, პლუს ჯონ კორდობასა და ლუის დიასს გაატანინა. მეორე ნახევარში გოლები რიჩარდ რიოსმა და ლუის ბორხამ შეაგდეს, კოლუმბიამ 5:0 მოიგო და ნახევარფინალში ურუგვაის შეხვდება.

"ლა სელესტემ" ტურნირის
ერთ-ერთ ფავორიტ ბრაზილიის ნაკრებს პენალტების სერიაში აჯობა. შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე დასრულდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ბოლო 16 წუთი ურუგვაიმ მოედანზე 10 ფეხბურთელით გაატარა - უხეში თამაშისთვის შეხვედრის მთავარმა არბიტრმა წითელი ბარათი კალიარის ნახევარმცველ ნაჰიტან ნანდესს უჩვენა. პენალტების სერიისას ბრაზილიელთა რიგებში 11-მეტრიანი ედერ მილიტაომ და დუგლას ლუისმა ვერ გამოიყენეს, ურუგვაელთა შემადგენლობიდან გატანა მხოლოდ ხოსე ხიმენესმა ვერ შეძლო და "სალესაო" ტურნირს დაემშვიდობა.

ნახევარფინალები 10 და 11 ივლისს გაიმართება. პირველ მატჩში ერთმანეთს არგენტინა და კანადა დაუპირისპირდებიან, ხოლო მეორე ფინალისტის ვინაობა ურუგვაისა და კოლუმბიის მატჩში გამოვლინდება.

კოლუმბია 5:0 პანამა

გოლები: 1:0 კორდობა (8), 2:0 როდრიგესი (15. პენ.), 3:0 დიასი (41), 4:0 რიოსი (70), 5:0 ბორხა (90+1, პენ.)

ურუგვაი 0:0 ბრაზილია (პენ: 4:2)


მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგარი ბანძია კოპაზე ბრაზილია და არც არგენტინა ჩამორჩება ბანწობაში
ჭიჭიკო
22:08 07-07-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული