ფელიპე კოუტინიო კარიერას ბრაზილიის ჩემპიონატში გააგრძელებს

AutoSharing Option
ცნობილი ბრაზილიელი ფეხბურთელი ფელიპე კოუტინიო კარიერას "ვასკო და გამაში" გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ბრაზილიური კლუბი ავრცელებს.

32 წლის კოუტინიო სწორედ "ვასკო და გამას" აღზრდილია, სხვადასხვა დროს კი "ინტერის", "ესპანიოლის", "ლივერპულის", "ბარსელონასა" და "ბაიერნის" ღირსებას იცავდა. ფელიპემ კარიერაში 11 ტიტული მოიგო, მათ შორის, ჩემპიონთა ლიგა და კოპა ამერიკა.

კოუტინიომ გასული სეზონი კატარულ "ალ დუჰაილში" გაატარა, სადაც ყველა ტურნირზე ჯამში 24 მატჩი გამართა, თავი კი 7 გატანილი გოლითა და 3 შედეგიანი პასით გამოიჩინა.

altკოუტინიოს გოლი და 2 ასისტი - "ჯადოქარი" ძველ

დიდებას იბრუნებს [VIDEO]

alt"შეუძლია თუ არა ჯერარდს ჯერ კიდევ თამაში?..." - კოუტინიო სტივენზე საუბრობს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული