ნაკრებში ასრულებს, "ბენფიკაში" რჩება - დი მარია კვლავ ლისაბონელებისთვის შეუტევს

AutoSharing Option
A Bola-ს ინფორმაციით, 36 წლის შემტევმა ანხელ დი მარიამ "ბენფიკაში" დარჩენა კიდევ 1 წლით გადაწყვიტა.

არგენტინელის მოქმედ ხელშეკრულებას ლისაბონელებთან ვადა ამა წლის 30 ივნისს გაუვიდა, მაგრამ მხარეებმა კიდევ 1 სეზონით გაგრძელებაზე მოილაპარაკეს.

ვეტერანი არგენტინელი თავისი ქვეყნის ნაკრებთან ერთად კოპა ამერიკის ფინალშია გასული, სადაც "ალბისელესტე" კოლუმბიას დაუპირისპირდება და დი მარიასთვის ნაკრების მაისურით ბოლო მატჩი იქნება.

მან გასულ სეზონში ყველა ტურნირზე "ბენფიკას" მაისური 48 შეხვედრაში მოირგო, სადაც 17 გოლი გაიტანა და 15 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული