დი მარიამ სანაკრებო კარიერა დაასრულა

AutoSharing Option
არგენტინელმა ფეხბურთელმა ანხელ დი მარიამ სანაკრებო კარიერა დაასრულა. ამის შესახებ მან კოპა ამერიკის ფინალში კოლუმბიასთან (1:0) გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

36 წლის გარემარბმა კარიერაში 35 ტიტული მოიგო (იგულისხმება საკლუბო და სანაკრებო ფეხბურთი).

დი მარიამ გასული სეზონი "ბენფიკაში" გაატარა, თუმცა ამჟამად თავისუფალი აგენტია. მისით ყველაზე მეტად ლიონელ მესის მაიამის "ინტერი" ინტერესდება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
99% მესისთან წავა.
პავლოვიჩი
15:12 16-07-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული