16:31 16-07-2024
"მოსწონთ, რომ ტრანსგენდერებს ჟიმ****ნ, მათი მამა კამერუნიდანაა, დედა ნიგერიელი" - რასიზმი და შეურაცხყოფა ფრანგების მიმართ... არგენტინის ნაკრების ფეხბურთელები დიდ სკანდალში გაეხვნენ [VIDEO]
AutoSharing Option
მატჩის დასრულების შემდეგ კი "ალბისელესტეს" ავტობუსში გავრცელებულ ვიდეოს დიდი სკანდალი მოჰყვა. "ჩელსისა" და არგენტინის ნაკრების შემტევ ენცო ფერნანდეს Instagram Live ჰქონდა ჩართული, რა დროსაც ფეხბურთელები საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელების მიმართ შემდეგ შეურაცხმყოფელ შეძახილებს სკანდირებდნენ:
"მისმინე და გაავრცელე, ისინი თამაშობენ საფრანგეთში, მაგრამ ყველა ანგოლიდანაა. კარგად სირბილს აპირებენ, მოსწონთ ტრანსგენდერების გაჟ***ვა, როგორც მბაპეს, მათი დედა ნიგერიელია, მამა კამერუნელი, მაგრამ პასპორტში ფრანგი უწერიათ".
Live-ის ბოლოს ვიღაც სწრაფად ავალებს ენცო ფერნანდესს, შეწყვიტოს გადაღება და ვიდეო წყდება. არგენტინის ფეხბურთის ფედერაციას ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.
შეგახსენებთ, რომ არგენტინელებსა და ფრანგებს შორის ურთიერთობა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ გამწვავდა, სადაც ფინალში "ალბისელესტემ" მეტოქეს პენალტების სერიაში სძლია.
ასევე დაგაინტერესებთ
99.00 k
240.00 k
სიახლეები
პოპულარული
სად საქართველო და სად არგენტინა, ორი აბსოლუტურად განსხვავებული მენტალობის მქონე ერები ვართ.
არგენტინელების 30% ჩემი გადმოსახედიდან, ხეპრე, გაუნათლებელი, თავხედი, უზრდელი და რასისტი ადამიანებისგან შემდგარი ჯგროა.
მაქვს ლათინურ ამერიკაში ცხოვრების გამოცდილება, კერძოდ ბრაზილიაში.
ხო და თუ სადმე ბრაზილიელს გადააწყდებით, ერთი კითხეთ მათზე და ეგენი მოგიყვებიან ყველაზე კარგად, თუ რას წარმოადგენენ თქვენგან ნაქები არგენტინელები.